“EL company”  არის მარკეტინგული ფარმაცევტული კომპანია, რომელიც დაფუძნდა   2014 წელს.

კომპანია ახორციელებს მაღალი ხარისხის სხვადასხვა ქვეყნის მწარმოებლების- ევროპული სტანდარტების მქონე ფარმაკოლოგიური პრეპარატების და კვებითი დანამატების იმპორტს , მარკეტინგსა და გაყიდვებს.

“ელ კომპანის” პროდუქციის ჩამონათვალში შედის იტალიური , ფრანგული, ბულგარული და სხვ. პროდუქცია, რომელიც პასუხობს ხარისხის, უსაფრთხოების და ეფექტურობის საერთაშორისო სტანდარტებს.

“ელ კომპანის” მარკეტინგული აქტივობა განისაზღვრება სამედიცინო დაწესებულებაში ექიმების,  ფარმაცევტების ინფორმირებით პრეპარატების შესახებ, რომელსაც ახორციელებს სამედიცინო განათლების მქონე პერსონალი (წარმომადგენელი)

“ელ კომპანის” გუნდი დაკომპლექტებულია გამოცდილი და პროფესიონალური კადრებით.

„ელ კომპანის“ აქვს მოქნილი და ეფექტური დისტრიბუცია, ამიტომ პრეპარატები ხელმისაწვდომია ყველა ქსელურ და არაქსელურ აფთიაქში.

„ელ კომპანის“ მიზანია მიაწოდოს მომხმარებელს ხარისხიანი პროდუქცია, რათა ადამიანების სიცოცხლის ხარისხი ამაღლდეს და გახანგრძლივდეს.

ჩვენი დევიზია- „სიცოცხლისთვის შეუცვლელი“