სვირინგის (ტატუირების) მოშორება ძალიან ძნელია. დღეისათვის ამისათვის სხვადასხვა საშუალებებია, დერმაბრაზიისა და პილინგის ჩათვლით. თუმცა, ნახატისგან გათავისუფლების შემდეგ სხეულზე უსიამოვნო იარა რჩება. ახალი ტექნოლოგიით ტატუს უპრებლომოდ მოშორება გახდა შესაძლებელი.

ტატუს მოსაშორებლად ლაზერი პირველად 20 წლის წინ გამოიყენეს. ბოლო თაობის ლაზერი კანზე ანომალური ფერის ლაქებს (საღებავიანი ადგილები) ეძებს. ამის შემდეგ ხდება დასხივება, რომელიც აღწევს კანში და წამის განმავლობაში შლის საღებავს. დაშლილ ნაწილაკებს ორგანიზმი ლიმფური სისტემის საშუალებით გამოყოფს. დამუშავება განმეორებით ტარდება 6 კვირის შემდეგ და კანზე შესამჩნევი კვალი აღარ რჩება.

ჩვეულებრივი ლაზერისგან განსხვავებით, ეს ხელსაწყო ეფექტურად აშორებს ლურჯ და მწვანე საღებავს. მისი მოქმედების საიდუმლო იმპულსის მიწოდების სისწრაფესა და დიდ სიმძლავრეშია.