Project Description

დისმიჩელი®

MEDICAL  DEVICE   CE

 

  კრემი  50 მლ.

 

ჩვენებები:

დისმიჩელი® კრემი არის ადგილობრივი, ინტენსიური სამკურნალო საშუალება კანის დეპიგმენტაციის დროს, რომელიც გამოწვეულია ჰემოსიდერინის ან მელანინის ჭარბი წარმოქმნის გამო.

 

დაფუძნებულია:

  1. a. RBS4complex®, რომელიც შეიცავს:

მაღალი შეწოვის (აბსორბციის) უნარის მქონე ლიპოსომური აპო-ლაქტოფერინს.

Dissolvine (დისოლვინი) -მიიღება გლუტამინის მჟავისგან

არბუტინი

ქოიოს მჟავა

 

შემადგენლობა:

წყალი, გლიცერინი, დიმეთილსულფონი, პროპილენგლიკოლი, ჰიდროქსიეთილ აკრილატი/ნატრიუმის აკრილოილდიმეთილ-ტაურატის კოპოლიმერი, პოლისორბატ 60, იზოჰექსადეკანი, არბუტინი, ბენზილალკოჰოლი, აპო-ლაქტოფერინი, ქოიოს დეპალმიტატი, ქსანტანი, ნატრიუმის ბენზოატი, ნატრიუმის დეჰიდროაცეტატი, ლეციტინი, ალკოჰოლი, დინატრიუმის ედტა,  ტეტრანატრიუმისგლუტამატდიაცეტატი, დეჰიდროძმარმჟავა, ლიმონმჟავა.

 

გამოყენების წესი:

კრემი გამოიყენება ადგილობრივად, კანის ზედაპირზე დღეში რამდენჯერმე წასასმელად. კრემს  შეიზელენ რბილი მასაჟით, სანამ სრულად არ შეიწოვება.

გაფრთხილება:

კრემი შექმნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის. დაუშვებელია მისი წასმა  მთლიანობადარღვეულ ლორწოვან გარსზე.  არ გამოიყენება კრემი მასში შემავალი  კომპონენტების მიმართ ჰიპერსენსიბილიზაციის ან ალერგიის შემთხვევაში.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება ექიმთან შეთანხმებით.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ხანგრძლივად გამოყენებისას შეიძლება გამოიწვიოს სენსიბილიზაცია. ასეთ შემთხვევაში შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს.

არ შეიძლება კრემის გამოყენება ტუბის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში. არ  გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

 

შენახვის წესი:

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ და გრილ ადგილას, სითბოს წყაროსგან მოშორებით, არაუმეტეს  200C  ტემპერატურისა. შენახვის პირობების დაცვის შემთხვევაშიც, ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ  კრემის გამოყენება არ შეიძლება.

ბუნებაში კოლოფი არ გადააგდოთ.

 

გვერდითი  მოვლენები:

კრემის გამოყენებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა.

გამოშვების ფორმა:  კრემი,   50 მლ.

 

უკანასკნელი  გამოკვლევა: 2015 წელი,  დეკემბერი

 

ტესტირებულია  დერმატოლოგების  მიერ

 

მწვანე ფორმულა.                                                                          

არ შეიცავს პარაბენს, პეტროლატუმს, სილიკონს, პარფიუმერიას.