ანოტაცია
შემადგენლობა:
Saccharomyces boulardii (300 milioni UFC / 1ml) 120 მგ.
Lactobacillus rhamnosus (2,7 miliardi UFC / 1ml) 200 მგ.
თუთია 5 მგ.
ფრუქტოოლიგოსაქარიდი (FOS) 680 მგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
Saccharomyces boulardii ასტიმულირებს იმუნოგლობულინ A-ს (IgA-x) სეკრეციას, ამაღლებს ადგილობრივ იმუნიტეტს. ანტიბიოტიკოთერაპიასთან ერთად გამოყენება ხელს უწყობს მკურნალობის ბოლომდე ბაქტერიული ფლორის ბალანსის შენარჩუნებას. Lactobacillus rhamnosus პრობიოტიკია, რომელიც გამძლეა კუჭის მჟავა გარემოს მიმართ. კლინიკურმა კვლევებმა დაადასტურა ამ შტამის ეფექტურობა მოგზაურთა დიარეისა და ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომი დიარეის დროს. ბრეფოვილის გამოყენება შეიძლება მწვავე გასტროენტერიტების დროსაც, რეჰიდრატაციული თერაპიის მიზნით. იცავს ნაწლავებს ფსევდომემბრანოზული კოლიტის გამწვავებისაგან. ამცირებს გინგივიტისა და პაროდონტის დაავადებების განვითარების რისკს. მოქმედებს როგორც ადიუვანტი H. pylori-ს ერადიკაციის დროს.
ჩვენებები:
- მწვავე ინფექციური, ვირუსული და ბაქტერიული დიარეის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
- ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომი პერიოდი;
- ახალშობილთა კოლიკა;
- 12 თვემდე ბავშვებში როტავირუსული დიარეა;
- კუჭ-ნაწლავის ინფექციები.
დოზირება:
გამოყენების წესი :
საშეტის შიგთავსი ჩაყარეთ ფლაკონში, თავზე დაახურეთ და კარგად შეანჯღრიეთ. ერთგვაროვანი სუსპენზიის მიღებამდე. პრეპარატის მიღება შეიძლება როგორც ენაზე დაწვეთებით, ასევე ოთახის ტემპერატურის მქონე წყალში ან ნებისმიერ სითხეში გახსნით.
გახსნის შემდგომ მიღებული სუსპენზია ინახება მაცივარში და გამოიყენება 15 დღის განმავლობაში.
დოზირება:
- ჩვილები და ბავშვები 8 წვეთი დღეში 1-ჯერ (0.5 მლ) 0 ასაკიდან
- მოზრდილები 16 წვეთი დღეში 1-ჯერ (1 მლ)
კურსის ხანგრძლივობა 7-10 დღე . გამოყენების წინ ფლაკონი კარგად შეანჯღრიეთ .
პრეპარატის მიღება ნაჩვენებია ორსულებში, ლაქტაციის დროს და ხანდაზმულ პაციენტებში
უკუჩვენებები:
პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
გვერდითი მოვლენები:
პროდუქტის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ არის დაფიქსირებული.
გაფრთხილება:
არ არის რაიმე განსაკურებული მითითება.
შენახვის წესი:
ინახება მშრალ, გრილ ადგილას, სითბოს წყაროსგან მოშორებით.
შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე.
გამოშვების ფორმა:
გამოშვების ფორმა: წვეთები 15 მგ.
გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: LTD “Honor ILAC”. თურქეთი