ანოტაცია
შემადგენლობა:
სიროფის 5 მლ შეიცავს:
- გამა-ამინოერბოს მჟავა …. 250 მგ,
- გლიცინი … 100 მგ,
- გინკო ბილობა … 40 მგ,
- ინოზიტოლი … 40 მგ,
- ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) … 5 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ვანილის ნატურალური არომატიზატორი, დამატკბობელი: საქარინი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
მემოსტაბილი® ააქტიურებს თავის ტვინში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებს. აუმჯობესებს გლუკოზის უტილიზაციას, სხეულის სუნთქვის აქტიურობას, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას. აუმჯობესებს მეხსიერებას, აზროვნებას, აქვს მსუბუქი ფსიქომასტიმულირებელი თვისებები. მემოსტაბილი® აუმჯობესებს ფიზიკურ განვითარებას, ანორმალიზებს ზრდის ზრდის, ასტიმულირებს ძალიან მნიშვნელოვან ქსოვილის განვითარებას. მემოსტაბილს® აქვს დამამშვიდებელი თვისებები. აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ამცირებს შფოთავს და შიშს, ხსნის დაძაბულობას.
ჩვენებები:
- ბავშვის გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა და ფსიქიური აქტივობის დაქვეითება;
- ქალა-ტვინის ტრავმისა და სამშობიარო ტრავმის შემდგომი პერიოდი;
- ბავშვთა ცერებრალური დამბლა;
- მეხსიერების დაქვეითება, დემენცია;
- თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი;
- თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის შემდგომი პერიოდი;
- თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობა (ყურადღების დაქვეითება, მეხსიერების დაქვეითება, მეტყველების გაძნელება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი);
- ალკოჰოლური ენცეფალოპათია;
- ალკოჰოლური პოლინეიროპათია;
- სტრესი, შფოთვა, უძილობა.
დოზირება:
ბავშვებში 1-დან 12 წლამდე:
5 მლ. 1-ჯერ დღეში;
12 წლის ზემოთ და მოზრდილებში:
10 მლ. 1-ჯერ დღეში;
მიიღება კვებებს შორის შუალედში.
ძილის დარღვევის შემთხვევაში მიიღება 10 მლ. საღამოს, დაძინებამდე 2 საათით ადრე.
უკუჩვენებები:
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ;
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;
- არ ინიშნება გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში;
- არაა რეკომენდებული ვარფარინთან და ანტიდეპრესანტებთან კომბინაცია.
გვერდითი მოვლენები:
პროდუქტის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ არის დაფიქსირებული.
გაფრთხილება:
- არ არის
შენახვის წესი:
პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურისა.
გამოშვების ფორმა:
გამოშვების ფორმა:
სიროფი ვანილის გემოთი, 200 მლ. ბოთლში, მზომი კოვზით.
გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: Honor Ilac Sanayi Ticaret Ltd.Sti. ანკარა, თურქეთი