გრიფონია მდიდარია 5-ჰიდროქსი-ტრიფტოფანით (5-HTP). 5-HTP სეროტონინის წინამორბედია , რომელიც თავის ტვინის აუცილებელი ნეირომედიატორია. სეროტონინი არეგულირებს ძილს. მისი წარმოქმნის სტიმულაცია აუმჯობესებს ძილს, ამცირებს შფოთვას და მოუსვენრობას. კალიფორნიულ ყაყაჩოს აქვს სედაციური თვისებები, სასარგებლოა მოუსვენარი მდგომარეობების დროს. რეგულარული მიღების შემთხვევაში აადვილებს ჩაძინების პროცესს, აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ხსნის შფოთვას და ამავე დროს არ აქვეითებს ყურადღებას. ვითანია (ინდური ჟენშენი) აქვს ანქსიოლიზური, სედაციური და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები. ის აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციებს დაქვეითებული მეხსიერებისა და ყურადღების დეფიციტის დროს. გლიცინი ერთ-ერთი შემაკავებელი ნეირომედიატორია ცნს-ში. ხასიათდება სპაზმოლიზური თვისებებით. ამცირებს კუნთების მომატებულ ტონუსს.
გლიცინი ზრდის მელატონინის ბიოშეღწევადობას, რაც სასარგებლოა აგზნებადობის, შიშისა და უძილობის დროს. ხელს უწყობს მოდუნებას, ხსნის დაძაბულობას.
მაგნიუმი: აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გატარებას, აწესრიგებს გულის რითმს. მონაწილეობს კუნთების შეკუმშვაში;
ვიტამინი В6: მონაწილეობს ნეიროტრანსმიტერებისა და ცილების სინთეზში, რითაც აუმჯობესებს თავის ტვინში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებს.