ორი კაფსულა შეიცავს:
გრიფონია ……………………………………..300 მგ.
კალიფორნიული ყაყაჩო ……………….. 200 მგ.
ვითანია ………………………………….…… 100 მგ.
გლიცინი ……………………………………….. 20 მგ.
ვიტამინი В6………………………………………. 2 მგ.
მაგნიუმის ოქსიდი
გრიფონია მდიდარია 5-ჰიდროქსი-ტრიფტოფანით (5-HTP). 5-HTP სეროტონინის წინამორბედია , რომელიც თავის ტვინის აუცილებელი ნეირომედიატორია. სეროტონინი არეგულირებს ძილს. მისი წარმოქმნის სტიმულაცია აუმჯობესებს ძილს, ამცირებს შფოთვას და მოუსვენრობას. კალიფორნიულ ყაყაჩოს აქვს სედაციური თვისებები, სასარგებლოა მოუსვენარი მდგომარეობების დროს. რეგულარული მიღების შემთხვევაში აადვილებს ჩაძინების პროცესს, აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ხსნის შფოთვას და ამავე დროს არ აქვეითებს ყურადღებას. ვითანია (ინდური ჟენშენი) აქვს ანქსიოლიზური, სედაციური და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები. ის აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციებს დაქვეითებული მეხსიერებისა და ყურადღების დეფიციტის დროს. გლიცინი ერთ-ერთი შემაკავებელი ნეირომედიატორია ცნს-ში. ხასიათდება სპაზმოლიზური თვისებებით. ამცირებს კუნთების მომატებულ ტონუსს.
გლიცინი ზრდის მელატონინის ბიოშეღწევადობას, რაც სასარგებლოა აგზნებადობის, შიშისა და უძილობის დროს. ხელს უწყობს მოდუნებას, ხსნის დაძაბულობას.
მაგნიუმი: აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გატარებას, აწესრიგებს გულის რითმს. მონაწილეობს კუნთების შეკუმშვაში;
ვიტამინი В6: მონაწილეობს ნეიროტრანსმიტერებისა და ცილების სინთეზში, რითაც აუმჯობესებს თავის ტვინში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებს.
- ნევროზები;
- ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია;
- ყურადღების კონცენტრაციისა და მეხსიერების დაქვეითება;
- ფიზიკური და გონებრივი გადაღლა (მენეჯერის სინდრომი);
- ემოციური დაძაბულობა;
- ძილის დარღვევა: უძილობა, რთულად ჩაძინება, ღამე გაღვიძების ეპიზოდები;
- მენოპაუზის თანმხლები ნერვული და ემოციური დაძაბულობა;
- პრემენსტრუალური სინდრომი.
მიიღება თითო კაფსულა 2-ჯერ დღეში, ჭამიდან 40 წუთის შემდეგ.
ძილის მოსაწესრიგებლად მიიღეთ ერთი ტაბლეტი უშუალოდ ძილის წინ. ინიშნება 6 წლის ასაკიდან.
პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
პროდუქტის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ არის დაფიქსირებული.
ინახება მშრალ, გრილ ადგილას, სითბოს წყაროსგან მოშორებით.
შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე.
გამოშვების ფორმა: კაფსულა #30.
ანზიოდეპი® არ შეიცავს წებოვანას და ლაქტოზას.
გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: Erbozeta S.p.A. სან-მარინოს რესპუბლიკა
