Saccharomyces boulardii ასტიმულირებს იმუნოგლობულინ A-ს (IgA-x) სეკრეციას , ამაღლებს ადგილობრივ იმუნიტეტს . ანტიბიოტიკოთერაპიასთან ერათად გამოყენება ხელს უწყობს მკურნალობის ბოლომდე ბაქტერიული ფლორის ბალანსის შენარჩუნებას . Lactobacillus rhamnosus პრობიოტიკია , რომელიც გამძლეა კუჭის მჟავა გარემოს მიმართ . კლინიკურმა კვლევებმა დაადასტურა ამ შტამის ეფექტურობა მოგზაურთა დიარეისა და ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომი დიარეის დროს . ბრეფოვილის გამოყენება შეიძლება მწვავე გასტროენტერიტების დროსაც , რეჰიდრატაციული თერაპიის მიზნით. იცავს ნაწლავებს ფსევდომემბრანოზული კოლიტის გამწვავებისაგან . ამცირებს გინგივიტისა და პაროდონტის დაავადებების განვითარების რისკს. მოქმედებს როგორც ადიუვანტი H. pylori-ს ერადიკაციის დროს.