ბრიმოლი 0.2 %

Eye drops, solution

ანოტაცია

შემადგენლობა:

ბრიმოლი 0.2%

შემადგენლობა:  ბრიმონიდინის ტარტრატი

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ბრიმოლი 0.2% გამოიყენება თვალშიდა წნევის შესამცირებლად გლაუკომისა და ოკულარული ჰიპერტენზიის ( თვლაშიდა წნევის მომატების) შემთხვევაში.

მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ცალკე, ასევე სხვა თვალშიდა წნევის შემამცირებელ თვალის წვეთებთან ერთად.

ჩვენებები:

  • ღიაკუთხოვანი გლაუკომა;
  • თვალშიდა ჰიპერტენზია.

დოზირება:

რეკომენდირებული დოზაა:

მოზრდილები

ზუსტი დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა ყოველთვის განისაზღვრება ექიმის მიერ. რეკომენდირებულია 1 წვეთის გამოყენება, დღეში 2-ჯერ 12 საათიანი შუალედით. თუ თქვენმა ექიმმა სხვა რამ არ გირჩიათ. ბრიმოლი 0.2%-ის სხვა თვალის წვეთებთან ერთად გამოყენების შემთხვევაში, მოიხმარეთ ისინი 5-15 წუთის ინტერვალით.

უკუჩვენებები:

არ გამოიყენოთ ბრიმოლი 0.2%

  • თუ ხართ ალერგიული (ჰიპერსენსიტიური) ბრიმონიდინის ტარტრატის ან პრეპარატის შემადგენელი სხვა ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილი ნაწილში 6)

– თუ იყენებთ დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტებს  (მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები, ტრიციკლური და ტეტრაციკლური ანტიდეპრესანტები). ანტიდეპრესანტების გამოყენების შესახებ, აცნობეთ ექიმს.

– პრეპარატი არ ინიშნება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში, მოზარდებსა და მეძუძურ დედებში.

გვერდითი მოვლენები:

  • თვალის გაღიზიანება (თვალის სიწითლე, წვა, ჩხვლეტის შეგრძნება, უცხო სხეულის შეგრძნება, ქავილი და კონიუნქტივაზე ნოდულებისა და თეთრი ლაქების შესაძლო წარმოქმნა)
  • დაბინდული ხედვა
  • ალერგიული რეაქცია თვალში

ხშირი

  • ადგილობრივი გაღიზიანება (ქუთუთოს ანთება და შეშუპება, კონიუნქტივის შეშუპება, თვალების უნებლიე დახუჭვა, ტკივილი და ცრემლდენა)
  • მომატებული მგრძნობელობა სინათლის მიმართ
  • თვალის ზედაპირის ეროზია და ლაქების წარმოქმნა
  • თვალის სიმშრალის შეგრძნება
  • კონიუნქტივის დაბინდვა
  • პათოლოგიური მხედველობა
  • კონიუნქტივის ანთება

იშვიათი

  • თვალის ანთება
  • თვალის გუგების შევიწროვება

ძალიან იშვიათი

  • ქუთუთოს ქავილი

ზოგადი დარღვევები

ძალიან ხშირი

  • თავის ტკივილი
  • პირის ღრუს სიმშრალე
  • დაღლილობა, ძილიანობა

ხშირი

  • თავბრუსხვევა
  • გაციების მსგავსი სიმპტომები
  • უჩვეულო გემოები
  • ზოგადი სისუსტე

გაფრთხილება:

ბრიმოლი 0.2%-ის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:

  • თუ გაწუხებთ ან გაწუხებდათ დეპრესია, შეზღუდული მენტალური შესაძლებლობები, ტვინის სისხლით მომარაგების შემცირება, გულის პრობლემები, კიდურებისთვის სისხლის მიწოდების ან არტერიული წნევის დარღვევები
  • თუ გქონიათ ან გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები
  • თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში
  • თუ მართავთ სატრანსპორტო საშუალებებს ან მუშაობთ მექანიზმებთან, რადგან ბრიმოლი 0.2%-მა შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა, ხედვის დაბინდვა ან სხვა მხედველობითი დარღვევები ზოგიერთ პაციენტში.

შენახვის წესი:

ინახება არაუმეტეს 25°C-ზე ტემპერატურზე, სინათლისაგან და სიცივისაგან დაცულ ადგილას.

შეინახეთ თავდაპირველი შეფუთვით მზის სხივებისგან დასაცავად.

არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის „EXP“ გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა:

გამოშვების ფორმა :

თვალის წვეთი 10 მლ .

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მწარმოებელი: UNIMED PHARMA spol. s.r.o. Orieskova 11, 821 05, Bratislava, სლოვაკეთის რესპუბლიკა