ბრიმოლი 0.2 %

Eye drops, solution

შემადგენლობა:

ბრიმოლი 0.2%
შემადგენლობა:  ბრიმონიდინის ტარტრატი

ბრიმოლი 0.2% გამოიყენება თვალშიდა წნევის შესამცირებლად გლაუკომისა და ოკულარული ჰიპერტენზიის ( თვლაშიდა წნევის მომატების) შემთხვევაში.
მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ცალკე, ასევე სხვა თვალშიდა წნევის შემამცირებელ თვალის წვეთებთან ერთად.

  • ღიაკუთხოვანი გლაუკომა;
  • თვალშიდა ჰიპერტენზია.

რეკომენდირებული დოზაა:
მოზრდილები
ზუსტი დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა ყოველთვის განისაზღვრება ექიმის მიერ. რეკომენდირებულია 1 წვეთის გამოყენება, დღეში 2-ჯერ 12 საათიანი შუალედით. თუ თქვენმა ექიმმა სხვა რამ არ გირჩიათ. ბრიმოლი 0.2%-ის სხვა თვალის წვეთებთან ერთად გამოყენების შემთხვევაში, მოიხმარეთ ისინი 5-15 წუთის ინტერვალით.

არ გამოიყენოთ ბრიმოლი 0.2%

  • თუ ხართ ალერგიული (ჰიპერსენსიტიური) ბრიმონიდინის ტარტრატის ან პრეპარატის შემადგენელი სხვა ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილი ნაწილში 6)

  • – თუ იყენებთ დეპრესიის სამკურნალო მედიკამენტებს  (მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები, ტრიციკლური და ტეტრაციკლური ანტიდეპრესანტები). ანტიდეპრესანტების გამოყენების შესახებ, აცნობეთ ექიმს.
    – პრეპარატი არ ინიშნება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში, მოზარდებსა და მეძუძურ დედებში.

  • თვალის გაღიზიანება (თვალის სიწითლე, წვა, ჩხვლეტის შეგრძნება, უცხო სხეულის შეგრძნება, ქავილი და კონიუნქტივაზე ნოდულებისა და თეთრი ლაქების შესაძლო წარმოქმნა)
  • დაბინდული ხედვა
  • ალერგიული რეაქცია თვალში

  • ხშირი
    • ადგილობრივი გაღიზიანება (ქუთუთოს ანთება და შეშუპება, კონიუნქტივის შეშუპება, თვალების უნებლიე დახუჭვა, ტკივილი და ცრემლდენა)
    • მომატებული მგრძნობელობა სინათლის მიმართ
    • თვალის ზედაპირის ეროზია და ლაქების წარმოქმნა
    • თვალის სიმშრალის შეგრძნება
    • კონიუნქტივის დაბინდვა
    • პათოლოგიური მხედველობა
    • კონიუნქტივის ანთება
    იშვიათი
    • თვალის ანთება
    • თვალის გუგების შევიწროვება
    ძალიან იშვიათი
    • ქუთუთოს ქავილი
    ზოგადი დარღვევები

    ძალიან ხშირი
    • თავის ტკივილი
    • პირის ღრუს სიმშრალე
    • დაღლილობა, ძილიანობა
    ხშირი
    • თავბრუსხვევა
    • გაციების მსგავსი სიმპტომები
    • უჩვეულო გემოები
    • ზოგადი სისუსტე

    ბრიმოლი 0.2%-ის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:

    • თუ გაწუხებთ ან გაწუხებდათ დეპრესია, შეზღუდული მენტალური შესაძლებლობები, ტვინის სისხლით მომარაგების შემცირება, გულის პრობლემები, კიდურებისთვის სისხლის მიწოდების ან არტერიული წნევის დარღვევები
    • თუ გქონიათ ან გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის პრობლემები
    • თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში
    • თუ მართავთ სატრანსპორტო საშუალებებს ან მუშაობთ მექანიზმებთან, რადგან ბრიმოლი 0.2%-მა შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა, ხედვის დაბინდვა ან სხვა მხედველობითი დარღვევები ზოგიერთ პაციენტში.

    ინახება არაუმეტეს 25°C-ზე ტემპერატურზე, სინათლისაგან და სიცივისაგან დაცულ ადგილას.
    შეინახეთ თავდაპირველი შეფუთვით მზის სხივებისგან დასაცავად.
    არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის „EXP“ გასვლის შემდეგ.

    თვალის წვეთი 10 მლ .
    გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

    მწარმოებელი: UNIMED PHARMA spol. s.r.o. Orieskova 11, 821 05, Bratislava, სლოვაკეთის რესპუბლიკა