გალეგადეპი

GALEGADEP #30

შემადგენლობა:

ერთი ტაბლეტი შეიცავს:
კალციუმის კარბონატი ………………………………. 295 მგ.
კამის თესლის ექსტრაქტი ………………………….. 150 მგ.
ხბოშუბლას ღეროს და ყვავილის ექსტრაქტი .. 65 მგ.
მარიგოლდის ყვავილის ექსტრაქტი …………….. 15 მგ.
ვიტამინი D …………………………………………………..7,5 მკგ.

კამას აირებისგან განმათავისუფლებელი და სპაზმოლიზური მოქმედების გარდა აქვს გალაქტოგენური თვისებები. მისი გამოყენება ზრდის მელოგინეებში რძის გამომუშავებას. აუმჯობესებს სარძევე ჯირკვლებში სისხლის მიმოქცევას და მის ტროფიკას, რითაც გამოიხატება მისი გალაქტოპოეტინური ეფექტი მეძუძურ ქალებში. არა მარტო ზრდის რძის რაოდენობას, არამედ აუმჯობესებს მის ხარისხს.
მარიგოლდის ყვავილების ექსტრაქტი შეიცავს 20% ლუთეინს. ლუთეინი იცავს ბავშვის მხედველობის ორგანოს დაზიანებისაგან, აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები, ლუთეინის ერთადერთი წყარო ახალშობილებისათვის დედის რძეა, რადგან ლუთეინი შედის მხოლოდ ახალ ბოსტნეულში, რომელიც არ არის ახალშობილთა რაციონში.
კალციუმი და ვიტამინი D ხელს უწყობს ძვლების და კბილების ფორმირებას და განვითარებას. ბავშვი კალციუმს იღებს დედის რძიდან ძუძუთი კვების დროს. თუ დედის ორგანიზმი განიცდის კალციუმის დეფიციტს, მაშინ ვითარდება ოსტეოპოროზი. მეძუძურების დროს კალციუმისა და ვიტამინი D-ს მიღება აღმოფხვრის მათი დეფიციტის განვითარების ალბათობას, ძვლების დემინერალიზაციის განვითარების რისკს და ხელს უწყობს მეძუძური დედის ძვლოვანი სისტემის გამაგრებას.

  • ლაქტაციის გასაუმჯობესებელი საშუალება.
  • მიიღება ერთი ტაბლეტი 1- ჯერ დღეში ჭამის წინ.

    პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

    პროდუქტის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ არის დაფიქსირებული.

    რეკომენდირებული სადღეღამისო დოზის გადამეტება არ შეიძლება. საკვები დანამატების გამოყენება არ შეიძლება დიეტის დროს, მრავალფეროვანი კვების სანაცვლოდ,

    ინახება მშრალ, გრილ ადგილას, სითბოს წყაროსგან მოშორებით.
    შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე.

    გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30.
    არ შეიცავს წებოვანას , ლაქტოზას და გლუკოზას . საკვები დანამატი.
    გაიცემა რეცეპტის გარეშე.

    მწარმოებელი: Erbozeta S.p.A.  სან-მარინოს რესპუბლიკა