თევზის ქონი შეიცავს A და D ვიტამინებს და პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს. ასტიმულირებს სეროტონინის გამოყოფას, ამცირებს აგრესიულობას სტრესულ სიტუაციებში, აფერხებს დემენციის განვითარებას.
EPA და DHA მიეკუთვნებიან პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც შედიან ლიპიდების შემადგენლობაში. ისინი ხელს უწყობენ უჯრედის მემბრანების მობილობის, განვლადობისა და მთლიანობის შენარჩუნებას. აუცილებელია ორსულებში ნაყოფის თავის ტვინისა და მხედველობის ორგანოს განვითარებისათვის.
DHA არეგულირებს ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილის განვითარებას. საერთო ომეგა-3 ამცირებს ინსულინორეზისტენტობას და დიაბეტის განვითარების რისკს. აუცილებელია უჯრედის მემბრანის, მიტოქონდრიების, ნერვების მიელინის გარსისა და შემაერთებელი ქსოვილის წარმოსაქმნელად.
L-არგინინი ამინომჟავაა. ის ხელს უწყობს ზრდის ჰორმონის წარმოქმნას, აჩქარებს დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციას, აუმჯობესებს გულის კუნთის მუშაობას, აწესრიგებს არტერიულ წნევას.
L-კარნიტინი B ჯგუფის ვიტამინების მსგავსი ნივთიერებაა, ხელს უწყობს ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვას, ამარაგებს ორგანიზმს ენერგიით, ზრდის ფიზიკურ ამტანობას.
თუთიის ოქსიდს აქვს შემკვრელი თვისებები, ხელს უშლის დიარეის განვითარებას. ტოკოფეროლი (ვიტ. E) ანტიოქსიდანტია, მონაწილეობს ქსოვილოვან მეტაბოლიზმში. აინჰიბირებს ქოლესტერინის სინთეზს. ასტიმულირებს კუნთოვანი ქსოვილის შემადგენლობაში შემავალი ცილების სინთეზს.
ვიტამინი A მიეკუთვნება ცხიმში ხსნად ვიტამინებს. აუცილებელია ნორმალური მხედველობისათვის. მონაწილეობს კბილების, ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებაში, კანის ეპითელიუმის განახლება-რეგენერაციაში. ვიტამინი D მიეკუთვნება ცხიმში ხსნად ვიტამინებს. მონაწილეობს კალციუმის შეთვისებაში. მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებაში. ხელს უშლის რაქიტის, ოსტეომალაციის, ოსტეოპოროზის განვითარებას. ვიტამინი C ანტიოქსიდანტია, ანადგურებს თავისუფალ რადიკალებს. აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ამაღლებს იმუნიტეტს.