ველქარი

VELKAR syrop

ანოტაცია

შემადგენლობა:

ასკორბინის მჟავა (ვიტ.C) …………… 100მგ

აფრიკული გერანიუმი (პელარგონიუმ სიდოიდის) ……….  40მგ

დინდგელი (პროპოლისი) ………………… 135მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ვიტამინი C ხელს უწყობს ენერგიის ნორმალურ მეტაბოლიზმს, იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

დინდგელს გააჩნია სწრაფი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ორგანიზმზე მოქმედებს

როგორც მატონიზირებელი საშუალება.

აფრიკული გერანიუმი როგორც დამხმარე საშუალება,  ორგანიზმს ეხმარება სასუნთქი სისტემის ვირუსული ინფექციიების დროს ვირუსების წინააღმდეგ ძალების მობილიზებაში.

ჩვენებები:

  • ველქარი დამზადებულია ბუნებრივ კომპონენტებზე, შაქრისა და საღებავების გარეშე.
  • გამოყენების რეკომენდაცია
  • გაციების და გრიპის პროფილაქტიკა;
  • სასუნთქი გზების გაურთულებელი ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების (სურდო, ყელის ანთება, ხველა, სისუსტე) დროს სიმპტომების შემსუბუქება.

დოზირება:

  • ველქარის სიროფი მიიღება   4-დან   10 წლამდე ასაკის ბავშვებში  5 მლ  3-ჯერ დღეში.
  • 11 წლის და ზემოთ მოზრდილებში  – 7.5 მლ 3-ჯერ  დღეში.
  • პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის (II-III ტრიმესტრში).

უკუჩვენებები:

პრეპარატში არსებული კომპონენტებისადმი მგრძნობელობა.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატი კარგად გადაიტანება.

გაფრთხილება:

  1. ————-

შენახვის წესი:

შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა

მითითებულია შეფუთვაზე. გახსნის შემდგომ 90 დღე ინახება მაცივარში.

გამოშვების ფორმა:

გამოშვების ფორმა:

150 მლ სიროფი.

გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: “Honor Ltd” – თურქეთი.