მელაკრონი სპრეი

Melacron Spray Orale 15 ml

შემადგენლობა:

მესაკვები დანამატი, რომელის შემადგენლობაში შედის  მელატონინი.
მელატონინი ამცირებს ჩაძინების დროს და ასევე გამოიყენება “ჯეტ ლაგის“ ეფექტის შსამცირებლად.
 საძილე  ეფექტი მიიღწევა  1 მგ მელატონინის უშუალოდ  ძილის წინ მიღებით
მოგზაურობის დროს 0.5 მგ ძილის წინ რამდენიმე დღის განმავლობაში
შემადგენლობა: მელატონინი

მელატონინი არის ჰორმონი, რომელიც ფიზიოლოგიურად გამოიყოფა ეპიფიზში.
რადგან მისი მთავარი ფუნქციაა ძილ-ღვიძილის ციკლის რეგულაცია, წარმოების პიკი არის ღამის განმავლობაში.
მელატონინი ასევე მონაწილეობს სეზონურ ცვლილებებთან ადაპტაციაში
ახდენს ენერგეტიკული ბალანსის კონტროლს და იმუნური სისტემის მოდულაციას.
მას ასევე გააჩნია მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტური ეფექტი.

უძილობა
სტრესი და არასწორი ცხოვრების წესი
შფოთვა და დეპრესია
პარასომნიის სხვადასხვა ფორმები
სამსახურთან დაკავშირებული უძილობა (მაგ. ღამის ცვლა)
ხშირი მოგზაურობები

MELACRON® ORAL SPRAY, პრაქტიკული სპრეი დისპენსერის წყალობით,
უზრუნველყოფს პირის ღრუს ლორწოვანზე  გარსის სწორ ნებულაიზაციას.  ენის ქვეშ შესხურება უზრუნველყოფს პროდუქტის სწრაფ შეწოვას და შესაბამისად დაუყოვნებელ ეფექტს.
არ შეიცავს ალკოჰოლს და უსაფრთხოა ბავშვებისთვის. თუმცა, მკურნალობა ბავშვებში ყოველთვის უნდა იყოს პედიატრის რეკომენდაციით.

ბავშვები: 1 შესხურება (0,5 მგ მელატონინი)  ენის ქვეშ; საღამოს, ძილის წინ.
მოზრდილები:
  საძილე ეფექტისთვის 2 შესხურება ენის ქვეშ ძილის წინ.
  „ჯეტ ლაგის“ ეფექტის შესამცირებლად
1 შესხურება ენის ქვეშ, ძილის წინ,  რამდენიმე დღის განმავლობაში

პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებული  გვერდითი მოვლენები არ არის ცნობილი , არ გამოიყენოთ პრეპარატი თუ აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობა მასში შემავალი კომპონენტების მიმართ.

პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებული  გვერდითი მოვლენები არ არის ცნობილი , არ გამოიყენოთ პრეპარატი თუ აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობა მასში შემავალი კომპონენტების მიმართ.

შეინახეთ 3 წლამდე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიური დოზას.
საკვები დანამატები არ არის განკუთვნილი, მრავალფეროვანი და
დაბალანსებული დიეტის შემცვლელად. გადაჭარბებულ მოხმარებას შეიძლება ჰქონდეს საფაღარათო ეფექტი.

შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას, სითბოს პირდაპირი წყაროებისგან მოშორებით.
ვარგისია შეფუთვაზე მითითებულ თარიღამდე.

გამოშვების ფორმა:
ბოთლი  15 მლ
არ შეიცავს ალკოჰოლს, გლუტეინს და ლაქტოზას

მწარმოებელი: “Erbozeta S. p. A.” – სან-მარინოს რესპუბლიკა.