პარიჟონი

PARIJON #56

ანოტაცია

შემადგენლობა:

  • რაბეპრაზოლი

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პარიჟონი წარმოადგენს კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულის საწინააღმდეგო პრეპარატს. პროტონული ტუმბოს (H+-K+-ატფ-აზა) ინჰიბირების გზით პრეპარატი თრგუნავს მარილმჟავას სინთეზის საბოლოო სტადიას.

20 მგ რაბეპრაზოლის პერორალურად მიღების შემდეგ ანტისეკრეტორული მოქმედება მიიღწევა 1 სთ-ის განმავლობაში და მაქსიმუმს აღწევს 2-4 სთ-ში. მარილმჟავას ბაზალური და საკვებით სტიმულირებული სეკრეციის დათრგუნვა პირველი დოზის მიღებიდან 23 სთ-ის შემდეგ შეადგენს 62 და 82%-ს შესაბამისად, ხოლო ამ მოქმედების ხანგრძლივობა კი – 48 სთ-ს.

ნატრიუმის რაბეპრაზოლის მაინჰიბირებელი ეფექტი მარილმჟავას სეკრეციაზე რამდენადმე ძლიერდება მისი ერთი ტაბლეტის ყოველდღიური მიღებისას, ხოლო მკურნალობის დაწყებიდან 3 დღეში ხდება სეკრეციის სტაბილური ინჰიბირება. სეკრეტორული აქტივობა აღდგება რაბეპრაზოლის მიღების შეწყვეტიდან 2-3 დღის შემდეგ.

In vitro ცდებმა აჩვენა, რომ რაბეპრაზოლი ბაქტერიციდულად მოქმედებს Helicobacter pylori-ზე. რაბეპრაზოლის კომბინირება ანტიმიკრობულ საშუალებებთან იწვევს ლორწოვანი გარსის დაზიანებების ეფექტურ შეხორცებას. კლინიკური კვლევების შედეგად დადგინდა, რომ 1 კვირის განმავლობაში 20 მგ რაბეპრაზოლის დღეში ორჯერ მიღებისას 2 ანტიბიოტიკთან კომბინაციაში, მაგ., კლარითრომიცინთან და ამოქსიცილინთან ან კლარითრომიცინთან და მეტრონიდაზოლთან ერთად, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების მქონე პაციენტებში, Н. Pylori-ის ერადიკაციის დონე აღემატება 80%-ს.

ჩვენებები:

  • კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
  • გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსი, ეროზიული ეზოფაგიტი;
  • ზოლინგერ-ელისონის სინდრომი და სხვა მდგომარეობები პათოლოგიური ჰიპერსეკრეციით;
  • H.პილორი-ით ინდუცირებული წყლულოვანი დაავადების მკურნალობა და რეციდივის თავიდან აცილება.

დოზირება:

პარიჟონი მიიღება დღეში ერთხელ დოზით  20 მგ, დილით, უზმოზე მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით.

კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება და ქირურგიული ანასტომოზების შემდეგ:

პარიჟონის დღიური დოზა შეადგენს 20 მგ-ს, მკურნალობის ხანგრძლივობა 4-8 კვირა. კლინიკური ეფექტის არარსებობის შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის გაგრძელება კიდევ 8 კვირით.

გასტროეზოფაგური რეფლუქსის გახანგრძლივებული მკურნალობის დროს, პრეპარატის შემანარჩუნებელი დოზა დგინდება ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებებით – 10 მგ ან 20 მგ, ხოლო მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება მკურნალი ექიმის მიერ. საშუალო და მძიმე სტადიის გასტრო-ეზოფაგალური რეფლუქსის მკურნალობის დროს ინიშნება 10 მგ ერთჯერადად. მკურნალობის კურსი – 4 კვირა.

ზოლინგერ-ელისონის სინდრომი:

პარიჟონის რეკომენდებული ინდივიდუალური დოზა შეადგენს 60 მგ-ს. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკურ მდგომარეობაზე. ზოგიერთ პაციენტში დღიური დოზა ინიშნება ორ მიღებად.

Helicobacter Pylori-ს ერადიკაციისათვის ინიშნება კომპლექსში ორ ანტიბიოტიკთან ერთად (ამოქსიცილინი და კლარითრომიცინი), მკურნალობის ხანგრძლივობა 7 დღე.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

გვერდითი მოვლენები:

კლინიკური კვლევების მიხედვით პარიჟონი ადვილად გადაიტანება. გვერდითი მოვლენები უმნიშვნელოდაა გამოხატული და გარდამავალ ხასიათს ატარებს.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, მეტეორიზმი, პირის სიმშრალე, იშვიათად _ ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება;

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, ასთენია;

სისხლმბადი სისტემის მხრივ: თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, ლეიკოპენია;

დერმატოლოგიური რეაქციები: გამონაყარი კანზე.

 

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან არ არსებობს პრეპარატის კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება.

გაფრთხილება:

პარიჟონით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა გამოირიცხოს კუჭის ავთვისებიანი წარმონაქმნების არსებობა, რადგან პრეპარატის გამოყენების დროს შესაძლოა მოხდეს სიმპტომების მასკირება და სიმსივნის სწორი დიაგნოზის დადგენის გადავადება. ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები დოზის კორექციას არ საჭიროებენ, თუმცა სიფრთხილეა საჭირო პრეპარატის საწყისი დოზის შერჩევისას ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის დროს.

შენახვის წესი:

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:

ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული  მგ20 ტაბლეტი, N56

მწარმოებელი: Sofarimex, პორტუგალია