კომპანიის ისტორია
ფარმაცევტული კომპანია „ელ კომპანი“ 2014 წლიდან ოპერირებს ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე, სადაც დაიმკვიდრა მყარი პოზიციები მაღალი ხარისხის და ინოვაციური მედიკამენტების ფართო ჩამონათვალით.
“ელ კომპანიმ” პირველი სერიოზული ნაბიჯები დაიწყო პატარა გუნდით, რომელიც 4 ადამიანისგან შედგებოდა. დაუღალავი შრომით და მკაფიოდ განსაზღვრული სტრატეგიის განხორციელებით, დასახული მიზნებით გუნდი მიიწევდა იმ წარმატებისკენ, რომლითაც ამჟამად წარმოდგენილი ვართ ფარმაცევტულ ბაზარზე.
„ელ კომპანიმ“ საქმიანობა დაიწყო რამდენიმე პროდუქტით და დღეს უკვე მის პორტფელში არის 25 დასახელების მედიკამენტი. კომპანია აქტიურად ახდენს ახალი პროდუქტის და მომსახურების განვითარებას, მომხმარებლის ნდობა კი წლების განმავლობაში მომსახურების მაღალი დონით, დაბალანსებული ფასებით და უმაღლესი ხარისხის მედიკამენტებით მოიპოვა.
ფართოვდება ფირმის სტრუქტურა და დასაქმებულ თანამშრომელთა რიცხვი. ასევე მუდმივად ხორციელდება კადრების გადამზადება-ტრენინგების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს მომხმარებლისათვის მაღალი დონის მომსახურების გაწევას, სრულყოფილი და ამომწურავი კონსულტაციის და ინფორმაციის მიწოდებას.
ჩვენი მუშაობის პრინციპი
„ელ კომპანი“ წარმატებით ახორციელებს მედიკამენტების დისტრიბუციას საქართველოს ბაზარზე და ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ სააფთიაქო ქსელებთან, კლინიკებთან და ფარმაცევტულ ბაზებთან. „ელ კომპანი“ ახდენს ისეთი კომპანიების მედიკამენტების იმპორტს საქართველოში, როგორიცაა: HONOR, ERBOZETA , FORTEX, BERKO, SOFARIMEX , BETA.
გამოცდილება
კომპანიის ეს წარმატება ზემოთ ჩამოთვლილის გარდა განაპირობა იმ ადამიანების გუნდურობამ და შრომისმოყვარეობამ, რითაც გამსჭვალულია თითოეული თანამშრომელი. ეს არის ერთ გუნდად შეკრული ადამიანთა ერთობლიობა რომელსაც ელ კომპანი ჰქვია.
ჩვენს მედიკამენტებს იყენებენ: