გლიატონ ფორტე

GLIATON FORTE CAP #20

ანოტაცია

შემადგენლობა:

ერთი კაფსულა შეიცავს:

ქოლინ ალფოსცერატი ………………….. 400 მგ.

პანტოტენის მჟავა …………………………..  20 მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

წარმოადგენს ორიგინალურ ნაერთს, რომელიც მიეკუთვნება ცენტრალური ქოლინომიმეტურების ჯგუფს, რომლიც ახდენს ზემოქმედებას ცნს-ზე. პრეპარატის შემადგენლობაში შედის  მეტაბოლურად დაცული ქოლინი. მეტაბოლური დაცვა უზრუნველყოფს თავის ტვინში ქოლინის გამონთავისუფლებას. დადგენილია, რომ გლიატონ ფორტე  ახდენს მნიშვნელოვან დადებით მოქმედებას მეხსიერების ფუნქციებსა და შესაძლებლობებზე, ასევე ემოციური მდგომარეობის და მოქმედების მაჩვენებლებზე, რომლებიც გაუარესებული იყო თავის ტვინის ინვოლუციური პათოლოგიის განვითარებით.

მოქმედების მექანიზმი ეფუძვნება შემდეგს: ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ქოლინ ალფოსცერატი იშლება ფერმენტების ზემოქმედებით ქოლინად და გლიცეროფოსფატად: ქოლინი მონაწილეობს აცეტილქოლინის (AX) ბიოსინთეზში – ნერვული აგღზნების ერთ-ერთი ძირითადი მედიატორი;

გლიცეროფოსფატი წარმოადგენს ფოსფოლიპიდების (ფოსფატიდილქოლინი) ნეირონული მემბრანის წინამორბედს. ამგვარად, გლიატილინი აუმჯობესებს ქოლინერგულ ნეირონებში ნერვული იმპულსების გადაცემას, დადებითად მოქმედებს ნეირონული მემბრანების პლასტიკურობაზე და რეცეპტორების ფუნქციაზე. გლიატონ ფორტე აუმჯობესებს ცერებრულ სისხლმიმოქცევას, აძლიერებს თავის ტვინში მეტაბოლურ პროცესებს, ახდენს თავის ტვინის რეტიკულური ფორმაციის აქტივაციას და აღადგენს ცნობიერებას თავის ტვინის ტრავმატული დაზიანებისას.

ფარმაკოკინეტიკა: შიგნით მიღებისას საშუალოდ აბსორბირდება შეყვანილი დოზის 88%. მისი ელიმინაცია წარმოებს, ძირითადად, ფილტვებით – ნახშირბადის დიოქსიდის (CO2) სახით. პრეპარატის დაახლოებით 15% გამოიყოფა თირკმელებით და ნაწლავებით.

ფარმაკოდინამიკა:ექსპერიმენტულმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ გლიატონ ფორტე  ახდენს დოზა დამოკიდებულ აცეტილქოლინის გამოყოფის სტიმულირებას ნეიროტრანსმისიის ფიზიოლოგიურ პირობებში.

ჩვენებები:

  • ქალა-ტვინის ტრავმა.
  • დისცირკულატორული ენცეფალოპათია
  • ფსიქო-მოტორული ჩამორჩენა ბავშვებში, მეტყველების დარღვევით
  • დემენცია,ალცჰაიმერის დაავადება
  • იშემიური ინსულტი,
  • ჰანტინგტონის ქორეა
  • ასაკობრივი ფსევდომელანხოლია

დოზირება:

ქრონიკული ცერებროვასკულური უკმარისობისას და დემენციის სინდრომებისას გლიატონ ფორტე ინიშნება 2-3-ჯერ დღეში 400 მგ (1 აბი), სასურველია ჭამამდე. მკურნალობის ხანგრძლიობა შეადგენს 3-6 თვეს.

ბავშვებში  50-100 მგ/კგ/დღ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

არ არის გამოვლენილი

უკუჩვენებები:

დადგენილი ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

გვერდითი მოვლენები:

მოვლენები-როგორც წესი, პრეპარატი ხასიათდება კარგი ამტანობით  ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაშიც კი. იშვიათად გულისრევა (დოფამინერგული რეცეპტორების სტიმულაციის შედეგი), ალერგიული რეაქციები.

გაფრთხილება - ორსულობა და ლაქტიცია:

პრეპარატის გამოყენება ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია.

შენახვის წესი:

შეინახეთ ტემპერატურაზე, რომელიც არ აღმატება 25° C
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა:

გამოშვების ფორმა: კაფსულა #20.

გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: FORTEX    ბულგარეთი