ევა დუში

EVA DOVCHE CHAMOMILE #1

ანოტაცია

შემადგენლობა:

ერთჯერადი ფლაკონი შეიცავს:

  • გვირილის ექსტრაქტი
  • რძემჟავა

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ხსნის საშოს ლორწოვანის გაღიზიანებას და ანთებას, ამცირებს წვის და ქავილის შეგრძნებას. აღადგენს ვაგინალურ pH-ს ნორმალურ მჟავიანობამდე.

ჩვენებები:

  • შერეული ვაგინალური ინფექციები;
  • საშოს სიმშრალე;
  • ყოველდღიური ინტიმური ჰიგიენის დაცვა, ჩასახვისსაწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას;
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პროფილაქტიკა
  • ვაგინალური ინფექციების პრევენცია(მათ შორის აუზით სარგებლობისას).

დოზირება:

საშოს გამორეცხვა 1-ჯერ დღეში 3-5 დღის განმავლობაში

პროფილაქტიკა: 1-2 გამორეცხვა კვირაში

უკუჩვენებები:

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

გვერდითი მოვლენები:

გვერდითი მოვლენები: არ გამოვლენილა

გაფრთხილება:

  1. არ არის

შენახვის წესი:

პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურისა.

გამოშვების ფორმა:

გამოშვების ფორმა:

147 მლ. ერთჯერადი ფლაკონი.

მწარმოებელი: INTERMED S.A. Pharmaceutical Laboratories საბერძნეთი