ანოტაცია
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება:
ერთი ტაბლეტი შეიცავს:
ცეფიქსიმი (ტრიჰიდრატის სახით) 400 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ცეფიქსიმი არის პერორალური მესამე თაობის ცეფალოსპორინი, რომელსაც გააჩნია გამოხატული in vitro ბაქტერიციდული აქტივობა მრავალი გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმის მიმართ.
კლინიკური ეფექტურობა ნაჩვენებია ინფექციებში, რომლებიც გამოწვეულია ჩვეულებრივ პათოგენებით, მათ შორის Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, Escherichia coli, Proteus mirabilis, Kliebsiella species, Haemophilus influenzae (ბეტა-ლაქტამაზა დადებითი და უარყოფითი), Branhamella catarrhalis (ბეტა-ლაქტამაზა დადებითი და უარყოფითი) და ენტერობაქტერიის სახეობები. ცეფიქსიმის ტაბლეტები 400 მგ საკმაოდ სტაბილურია ბეტა-ლაქტამაზას ფერმენტების არსებობისას.
ენტეროკოკების (Streptococcus faecalis, D ჯგუფის სტრეპტოკოკები) და სტაფილოკოკების (კოაგულაზას დადებითი და უარყოფითი შტამების და მეთიცილინ-რეზისტენტული შტამების ჩათვლით) შტამების უმეტესობა რეზისტენტულია ცეფიქსიმის ტაბლეტების 400 მგ მიმართ. გარდა ამისა, Pseudomonas, Bacteriodes fragalis, Listeria monocytogenes და Clostridia შტამების უმეტესობა მდგრადია ცეფიქსიმის ტაბლეტების 400 მგ მიმართ.
ჩვენებები:
ჩვენებები:
- რესპირატორული ტრაქტის ინფექციები: ტონზილიტი, ფარინგიტი, შუა ყურის ანთება, სინუსიტი, მწვავე პნევმონია, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი.
- სარდ-სასქესო სისტემის ინფექციები:
- მწვავე ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი.
- სალპინგიტი, სალპინგოოფორიტი, ტუბოოვარიული აბსცესი, ენდომეტრიტი, ბაქტერიული ვაგინიტი, სეპტიური აბორტი, მშობიარობის შემდგომი სეფსისი, პელვიოპერიტონიტი, გონორეა;
- კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები
- ინტრააბდომინალური ინფექციები
- პოსტ ქირურგიული ინფექციების პროფილაქტიკა
დოზირება:
- ბავშვები: 5-10 წლამდე 200მგ ერთჯერადად
- მოზრდილები და ბავშვები 10 წელს ზემოთ ან 50 კგ-ზე მეტი წონით: 400მგ ერთჯერადად
- მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად
- მკურნალობის ხანგრძლივობა არის 7 დღე, რაც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს 14 დღემდე.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში საჭიროა დოზის კორექცია.
21 – 60 მლ/წთ-ს კლირენსის დროს მიიღება სტანდარტული დოზის 75% სტანდარტული ინტერვალით.
<20მლ/წთ კლირენსის შმთხვევაში ან იმ პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან მუდმივ ამბულატორიულ პერიტონულ დიალიზზე, გამოიყენება სტანდარტული დოზის 50% სტანდარტული ინტერვალით.
პრეპარატის მნიშვნელოვანი რაოდენობა ორგანიზმიდან არ გამოიდევნება არც ჰემოდიალიზით და არც პერიტონული დიალიზით.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა ცეფალოსპირინული ანტიბიოტიკების ან მასში შემავალი ნებისმიერი დამხმარე საშუალების მიმართ.
გვერდითი მოვლენები:
ცეფიქსიმის ტაბლეტები 400 მგ ზოგადად კარგად ტოლერანტობით ხასიათდება. კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებული გვერდითი რეაქციების უმეტესობა მსუბუქ ხასიათს ატარებდა და ჩარევის გარეშე ლაგდებოდა. შესაძლებელია გამოვლინდეს: მუცლის ტკივილი, ფაღარათი, დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, შებერილობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.
ჰიპერმგრძნობელობა პენიცილინის მიმართ
სხვა ცეფალოსპორინების მსგავსად, ცეფიქსიმი სიფრთხილით უნდა მიეცეს პაციენტებს პენიცილინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობით ანამნეზში,
თუ ცეფიქსიმის ტაბლეტები 400 მგ-ით ალერგიული ეფექტი გამოვლინდა, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და საჭიროების შემთხვევაში პაციენტს უნდა ჩაუტარდეს მკურნალობა შესაბამისი პრეპარატებით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებით
სხვა ცეფალოსპორინების მსგავსად, პროთრომბინის დროის ზრდა აღინიშნა რამდენიმე პაციენტში. ამიტომ სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულაციურ თერაპიას.
ცეფიქსიმი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებიც იღებენ კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტებს, მაგ. ვარფარინის კალიუმი. ვინაიდან ცეფიქსიმმა შეიძლება გააძლიეროს ანტიკოაგულანტების მოქმედება, შეიძლება მოხდეს პროთრომბინის გახანგრძლივება სისხლდენით ან მის გარეშე.
გაფრთხილება:
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. რეკომენდებული სადღღამისო დოზის გადაჭარბება არ შეიძლება.
შენახვის წესი:
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
დაიცავით სინათლისა და ნესტისაგან.
გამოშვების ფორმა:
გამოშვების ფორმა:
ტაბლეტი 400მგ #6
მწარმოებელი: OPES Healthcare