ანოტაცია
შემადგენლობა:
თითოეული რბილი ვაგინური კაფსულა შეიცავს:
მეტრონიდაზოლი ……………… 400 მგ.
მიკონაზოლის ნიტრატი ……… 100 მგ.
ნეომიცინის სულფატი …………. 45 მგ.
გოთუ-კოლა …………………………. 15 მგ.
პოლიმიქსინის სულფატი ………. 5 მგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
მიქსეგინი შეიცავს აქტიური ნივთიერებების კომბინაციას სოკოს და ინფექციის საწინააღმდეგო მოქმედებით, გინეკოლოგიური მდგომარეობების სამკურნალოდ.
მიქსეგინი ასევე შეიცავს გოთუ-კოლას ვაგინური ეპითელიუმის აღმდგენი და რეგენერაციული მოქმედებით.
ჩვენებები:
- ვულვოვაგინური მიკოზიტის, ტრიქომონას და არასპეციფიკური ვაგინიტის ადგილობრივი მკურნალობა;
- ვარაუდისას, ნეომიცინის ან პოლიმიქსინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიით გამოწვეული სუპერინფქციის მკურნალობა.
დოზირება და გამოყენება:
რეკომენდებული დოზაა 1 ან 2 კაფსულა დღეში 7-10 დღე.
ტრიქომონას დროს რეკომენდებულია პერორალურ თერაპიასთან ერთად გამოყენება.
დაუშვებელია მკურნალობის განმეორება წელიწადში 2-3 ჯერ-ზე მეტად.
შეიყვანეთ ვაგინალური რბილი კაფსულა ღრმას საშოში ძილის წინ ღამით.
ჭარბი დოზირება
მითითებული დოზებით პროდუქტის ვაგინურად გამოყენებისას არ არსებობს ჭარბი დოზირების რისკი.
უკუჩვენებები:
- ცნობილი ჰიპერმგრძნობელობა წამლის რომელიმე ნივთიერების მიმართ;
- ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადება;
- ორსულობის პირველი ტრიმესტრი.
გვერდითი მოვლენები:
პაციენტების მცირე რაოდენობაში შესაძლებელია ვაგინალური წვა ან ქავილი, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დარღევვები, გულისრევა, ღებინება და დიარეა.
გაფრთხილება:
მიქსეგინის გამოყენება არ ახდენს სექსუალურად გადამდები დაავადებების განვითარების პრევენციას.
შენახვის წესი:
ინახება გრილ ადგილას არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ პრეაპრატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადიგლას.
ვარგისობის ვადა:
2 წელი
გამოშვების ფორმა:
გამოშვების ფორმა:
კონტეინერი 6 რბილი ვაგინური კაფსულით.
მწარმოებელი და სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
ლაბორატორიოს ბეტა ს.ა. ბუენოს აირესი, არგენტინა