ანოტაცია
შემადგენლობა:
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება:
თითოეული 3 მლ შეიცავს:
ნატრიუმის დიკლოფენაკი BP 75.0 მგ
ბეტამეთაზონის ნატრიუმის ფოსფატი BP
ექვივალენტურია ბეტამეთაზონის 2.0 მგ
ჰიდროქსოკობალამინი USP 10.0 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო, ანტინევრიტური
ჩვენებები:
ჩვენებები:
- ძლიერი ანთებითი და მტკივნეული პროცესები
- ნევრიტები
- სახსრის და სახსარგარე რევმატული მდგომარეობა.
- პოლირადიკულოპათია
- მიალგია, ფიბრომიალგია
- მწვავე ლუმბაგო, იშიასი
- ტრავმები და დაჭიმულობა
დოზირება:
დოზირება
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:
1-2 ამპულა დღეში, ინტრამუსკულურად
დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად პაციენტის კლინიკური პროფილის შესაბამისად.
უკუჩვენებები:
უკუჩვენებები
ოპებლოკი არ უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ პირობებში:
ალერგიის ისტორია პროდუქტის რომელიმე კომპონენტთან დაკავშირებით. კუჭ-ნაწლავის აქტიური წყლული. ღვიძლის და/ან თირკმლის მძიმე უკმარისობა. დეკომპენსირებული გულის უკმარისობა. მძიმე ჰიპერტენზიის მქონე ასთმური პაციენტები ასთმის, რინიტის ან ჭინჭრის ციების მწვავე შეტევების პრეციპიტაციის ანამნეზით აცეტილსალიცილის მჟავას ან პროსტაგლანდინების სინთეზის სხვა ინჰიბიტორების მოქმედებით. აქტიური ტუბერკულოზი. სისტემური მიკოზები. ვირუსული დაავადებები. მწვავე გლომერულონეფრიტი. მწვავე ფსიქოზი. ოსტეოპოროზი. ღვიძლის პორფირია. ორსულობა. ლაქტაცია. 12 წლამდე ასაკის ბავშვები.
გვერდითი მოვლენები:
გვერდითი მოვლენები:
თერაპიული დოზებით პროდუქტი ზოგადად კარგად გადაიტანება. აღწერილია შემდეგი გვერდითი რეაქციები.
ზოგადი: მუცლის ტკივილი, თავის ტკივილი, მუცლის შებერილობა, დიარეა, დისპეფსია, გულისრევა, ყაბზობა, მეტეორიზმი,
ნერვული სისტემა: თავბრუსხვევა.
კანი: გამონაყარი, ქავილი.
გაფრთხილება:
გაფრთხილება: შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. რეკომენდებული სადღღამისო დოზის გადაჭარბება არ შეიძლება.
შენახვის წესი:
ინახება ბნელ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
დაიცავით სინათლისა და ნესტისაგან.
გამოშვების ფორმა:
გამოშვების ფორმა:
3 მლ ამპულა №5, მუყაოს კოლოფში.
მწარმოებელი: OPES Healthcare