ანოტაცია
შემადგენლობა:
ერთი ტუბი შეიცავს:
- 7%-იანი გასუფთავებულ კოლაგენი, ფიბრილარული
ფარმაკოლოგიური თვისებები:
რეპარკოლი® შეიცავს ნატურალურ კოლაგენს.
რეპარკოლი®-ს პროდუქტებში შემავალი კოლაგენი- გასუფთავებულია, ნეიტრალურია, ფიბრილური სტრუქტურის ბიოლოგიური მახასიათებლების შენარჩუნებით, შესაბამისად უზრუნველყოფს თქვენი კანის სწრაფ და დამზოგველ აღდგენას.
- ასტიმულირებს კანის რეგენერაციას
- აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას
- ამცირებს ტკივილს, შეშუპებას და კანის სიწითლეს
- ხელს უშლის ინფექციის გავრცელებას
- თავიდან აცილებს ნაწიბურების წარმოქმნას, ხსნის ქავილს და კანის აქერცლებას.
- ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს.
ჩვენებები:
რეპარკოლი გელი ® — სწრაფი და ეფექტური დახმარება კანის სხვადასხვა სახის დაზიანების შემთხვევაში, რომლებიც არ ითხოვს ფარმაკოლოგიურ მკურნალობას:
დაჟეჟილობები, დამწვრობები, ჭრილობები, ნაკაწრები, ხელების და ფეხების მშრალი, აქერცლილი კანი, აკნე, გამონაყარი, ფსორიაზი.
რეპარკოლის გელი იდეალურია გამოსაყენებლად კოსმეტიკური პროცედურების ( მეზოთერაპია, დერმოობრაზია, პილინგი, ეპილაცია, ნაკეცების, ნაოჭების კორექცია, ტატუაჟი) შემდეგ კანის ნორმალური ფუნქციური მდგომარეობის სწრაფი აღდგენის მიზნით.
დოზირება:
რეპარკოლი გელი® -ს დოზირება და გამოყენების წესი:
- გაასუფთავეთ დაზიანებული ზედაპირი:
- ახალი ჭრილობა;
- ჭრილობა სველი გამონადენით;
- სველი წყლულები.
- დაიტანეთ დაზიანებულ ზედაპირზე რეპარკოლი გელი ® ჭარბი რაოდენობით, არ შეაზილოთ.
- დატოვეთ გელის ფენა ჭრილობაზე კანის რეგენერაციის დაჩქარების მიზნით.
- გაიმეორეთ ეს პროცედურა დღეში 2-3 ჯერ.
განაგრძეთ გელის ან გელ-სპრეის გამოყენება სრული ეპიტელიზაციის დასრულამდე ან/და ელასტიური ნაწიბუროვანი ქსოვილის წარმოქმნამდე.
უკუჩვენებები:
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
გვერდითი მოვლენები:
გვერდითი მოვლენები: არ გამოვლენილა
გაფრთხილება:
განსაკუთრებული მითითებანი:
- გამოყენების წინ საჭიროა გელის გაგრილება.
- შეფუთვის გახსნიდან გამოყენება შესაძლებელია 30 დღის განმავლობაში.
- არ გამოიყენოთ პრეპერატი შეფუთვის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში.
- არ გამოიყენოთ პრეპერატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის წესი:
ინახება +5 °C-დან +25 °С-მდე ტემპერატურის პირობებში ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა 3 წელი.
გამოშვების ფორმა:
გამოშვების ფორმა:
მწარმოებელი:შპს ” რეპარ-გრუპი”. რუსეთი.