ტრიდევიტი 10 000 სე/მლ

TriDevit

ანოტაცია

შემადგენლობა:

ტრიდევიტი – 1 მლ შეიცავს ქოლეკალციფეროლს (ვიტამინი D3) 10 000 სე/მლ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

საკვები დანამატი . კალციუმის და ფოსფორის ცვლის მარეგულირებელი საშუალება.

ვიტამინი D ხელს უწყობს:

  • ორგანიზმში კალციუმის სწორ აბსორბციას და უტილიზაციას.
  • ჯანმრთელი კბილების და ძვლების შენარჩუნებას.
  • კუნთების ნორმალური ფუნქციის შენარჩუნებას
  • იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას

ჩვენებები:

  • კალციუმის და ვიტამინი D3-ის დეფიციტის  პროფილაქტიკა და მკურნალობა
  • მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა, რეაბილიტაციის შემდგომი პერიოდი
  • რაქიტის პროფილაქტიკა
  • ინტენსიური ზრდის პერიოდი
  • კბილების დემინერალიზაცია

დოზირება:

ბავშვებში 0 ასაკიდან  1-2 წვეთი დღე-ღამეში (500- 1000 სე)

მოზრდილებში 2-4 წვეთი დღე-ღამეში (1000-2000 სე )

არ შეიცავს გლუტენს , შაქარს, კონსერვანტებს , გმო-ს.

უკუჩვენებები:

არ მიიღოთ დეტრივიტი, თუ აღგენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა მის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

გვერდითი მოვლენები:

რეკომენდებულ დოზებში საკვები დანამატის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება.

გაფრთხილება:

რაიმე განსაკუთრებული მითითება არ არის.

შენახვის წესი:

შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.

ფლაკონის გახსნის შემდეგ, პრეპარატი გამოიყენეთ 6 თვის განმავლობაში.

გამოშვების ფორმა:

გამოშვების ფორმა:

წვეთი 15 მლ.

გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: “Honor Ltd” – თურქეთი.