უნილატი®

Unilat ®

ანოტაცია

შემადგენლობა:

 ლატანოპროსტი 50 მკგ ხსნარის 1 მლ-ში.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

უნილატი მიეკუთვნება პროსტაგლანდინების ანალოგების ჯგუფის პრეპარატებს.

მისი მოქმედების ძირითადი მექანიზმი დაკავშირებულია თვალშიდა სითხის განდევნის გაძლიერებასთან.

ჩვენებები:

უნილატი გამოიყენება ღიაკუთხოვანი გლაუკომის და მომატებული ოფთალმოტონუსის მქონე პაციენტებში. ორივე ეს მდგომარეობა დაკავშირებულია თვალში და წნევის მომატებასთან, რაც მოქმედებს მხედველობაზე.

უნილატის გამოყენება ასევე შესაძლებელია თვალშიდა წნევის და გლაუკომის სამკურნალოდ ჩვილებში და ბავშვთა ნებისმიერ ასაკში.

დოზირება:

რეკომენდებული დოზა შეადგენს:

  • ჩვეულებრივ, დოზა მოზრდილებისთვის (მათ შორის ხანდაზმული ასაკის პირებისთვის) და ბავშვებისთვის შეადგენს ერთი წვეთი დღეში ერთჯერ დაზიანებულ თვალში (თვალებში). ჩაწვეთება უმჯობესია მოხდეს საღამოს საათებში.
  • არ გამოიყენოთ უნილატი დღეში ერთ ჯერზე უფრო მეტი სიხშირით. პრეპარატის ხშირი გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია შემცირდეს მისი ეფექტურობა.
  • უნილატი გამოიყენება თქვენი ან თქვენი ბავშვის მკურნალი ექიმის მიერ
  • მითითებული ინსტრუქციით და ხანგრძლივობით.

 

გაფრთხილება:

თუ თქვენ, ან თქვენი ბავშვი, ატარებთ კონტაქტურ ლინზებს, საჭიროა მათი მოხსნა უნილატის გამოყენებამდე. ლინზების ხელახლა გაკეთება შესაძლებელია 15 წუთის

შემდეგ.

უკუჩვენებები:

არ გამოიყენოთთუ თქვენ გაქვთ:

  • ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ლატანოპროსტის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ სხვა ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
  • ორსულობის პერიოდი ან თუ ცდილობთ დაორსულებას;
  • ლაქტაციის პერიოდი.

გვერდითი მოვლენები:

  • თვალის სიწითლე;
  • თვალის გაღიზიანება (წვა, ჩხვლეტა, ქავილი, უცხო სხეულის შეგრძნება თვალში);
  • წამწამების და ბუსუსების თანდათანობითი შეცვლა, ძირითადად აზიური წარმომავლობის პირებში. ეს ცვლილებებია დაგრძელება, გასქელება, პიგმენტაციის გაძლიერება, სიხშირის მომატება. ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში);
  • თვალების გაღიზიანება, ქუთუთოების ანთება (ბლეფარიტი), თვალების ტკივილი და მომატებული მგრძნობელობა შუქის მიმართ; არახშირი (ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში);
  • ქუთუთოების შეშუპება, თვალების სიმშრალე, თვალის ანთება და გაღიზიანება (კერატიტი), დაბინდული მხედველობა და კონიუნქტივიტი;
  • გამონაყარი. იშვიათი (ვლინდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში);
  • თვალის ფერადი გარსის ანთება (ირიტი, უვეიტი); ბადურას შეშუპება (მაკულარული შეშუპება), შეშუპება თვალის ირგვლივ (პერიორბიტალური შეშუპება), თვალის ზედაპირის დაზიანება, წამწამების ზრდის მიმართულების შეცვლა;
  • კანის რეაქციები, ქუთუთოს კანის ფერის შეცვლა;
  • ასთმა, ასთმის გამწვავება ან ქოშილი (დისპნოე). ძალიან იშვიათი (ვლინდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში) სტენოკარდიის გამწვავება გულის დაავადებების მქონე პაციენტებში, ტკივილი მკერდის არეში;
  • პაციენტებში ასევე აღწერილია მაკულარული შეშუპება, მათ შორის კისტოზურიც (თვალის ფერადი გარსის კისტა), თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გულისძგერის შეგრძნება, კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი, მარტივი ჰერპესით გამოწვეული თვალის ვირუსული ინფექცია (HSV);
  • ძალიან იშვიათად, რქოვანას დაზიანების მქონე პაციენტებში აღწერილია მუქი ლაქების განვითარება რქოვანაზე, რაც დაკავშირებულია მკურნალობის დროს კალციუმის დაგროვებასთან;
  • დამატებითი გვერდითი ეფექტები ბავშვებში მოზრდილებთან შედარებით, ბავშვებში უფრო ხშირად ვითარდებოდა: ცხვირის ქავილი და ცხელება.

გაფრთხილება:

  • მოზრდილებში ან ბავშვთა ასაკში უნილატის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ბავშვის მკურნალ ექიმს, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობა გეხებათ თქვენ ან ეხება თქვენ ბავშვს:
  • დაგეგმილი ან ჩატარებული ოპერაცია თვალზე (მათ შორის კატარაქტას მიზეზით);
  • მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები (მაგალითად, ტკივილი,
  • გაღიზიანება ან ანთება, დაბინდული მხედველობა);
  • თვალის სიმშრალე;
  • მძიმე ასთმა ან რთულად მართვადი ასთმა;
  • კონტაქტური ლინზების ტარება. მიუხედავად იმისა, რომ უნილატის გამოყენება ამ დროს შესაძლებელია, დაიცავით კონტაქტური ლინზების ტარების დროს არსებული ინსტრუქცია, რომელიც მითითებულია მე-3 თავში;
  • მარტივი ჰერპესით გამოწვეული თვალის ვირუსული ინფექცია (HSV).

შენახვის წესი:

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ეს სამკურნალო საშუალება არ გამოიყენება მუყაოს შეფუთვაზე და ბოთლზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო რიცხვი.

პირველ გახსნამდე:

ინახება მაცივარში (2-8⁰C ტემპერატურაზე). არ იყინება. ინახება შუქისაგან დაცულ ადგილას, ორიგინალურ შეფუთვაში.

პირველი გახსნის შემდეგ: ინახება არაუმეტეს 25⁰C ტემპერატურაზე.

პირველი გახსნის შემდეგ გამოიყენება 28 დღის განმავლობაში.

უნილატი ინახება შუქისაგან დაცულ ადგილას, ორიგინალურ შეფუთვაში.

გამოშვების ფორმა:

უნილატი გამჭვირვალე უფერო ხსნარი, ხილული ნაწილაკების გარეშე.

თითოეული ბოთლის შემადგენლობაში შედის 2,5 მლ თვალის წვეთის ხსნარი.

მწარმოებელი: UNIMED PHARMA spol. s.r.o. Orieskova 11, 821 05, Bratislava, სლოვაკეთის რესპუბლიკა