უნილევი

UNILEV

ანოტაცია

შემადგენლობა:

ერთი ტაბლეტი შეიცავს:

  • აქტიურ ნივთიერება ლევოფლოქსაცინი.
  • 1 მლ შეიცავს 5.12 მგ ლევოფლოქსაცინის ჰემიდრატს, რაც 5მგ ლევოფლოქსაცინის ექვივალენტურია.

სხვა ინგრედიენტები: ბენზალკონიუმის ქლორიდი (კონსერვანტი), ნატრიუმის ქლორიდი, კონცენტრირებული ჰიდროქლორმჟავა და საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ლევოფლოქსაცინი ფლუროქინოლონური ტიპის (შემოკლებით ქინოლონი) ანტიბიოტიკია. ანადგურებს ინფექციის გამომწვევ ბაქტერიებს.  ლევოფლოქსაცინის თვალის წვეთები  გამოიყენება თვალის წინა ზედაპირზე არსებული ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ 1 წელსა და ზემოთ ბავშვებში, მოზრდილებსა და მოზარდებში.  თვალის ამ მიდამოში ერთ-ერთ ინფექციის სახეობას ბაქტერიული კონიუნქტივიტი ეწოდება, რომელიც არის თვალის წინა საფარის ანთება (კონიუნქტივა). უნილევი არ არის რეკომენდირებული ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში.

პრეპარატის 5 დღიანი გამოყენების შემდეგ თუ თავს არ გრძნობთ უკეთ, ან გრძნობთ უარესად დაუკავშირდით ექიმს.

ჩვენებები:

  • ბაქტერიული კონიუქტივიტი;
  • რქოვანას წყლული;
  • კერატიტი, ბლეფარიტი
  • თვალის გონორეული და ქლამიდიური დაავადებები მოზრდილებში;
  • თვალზე ლაზერული და ქირურგიული ოპერაციული ჩარევების შემდგომი გართულებები.

დოზირება:

გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უნილევის თვალის წვეთები არის ოკულარული მოხმარებისთვის და გამოიყენება თვალის გარე ზედაპირზე.

რეკომენდირებული დოზა 1 წლის ზემოთ ასაკის პაციენტებისთვის:

დღე 1-2

  • გამოიყენეთ 1-2 წვეთი ინფიცირებულ თვალში (თვალებში) ყოველ 2 საათში, დღეში 8-ჯერ, სანამ გღვიძავთ.

დღე 3-5

  • გამოიყენეთ 1-2 წვეთი ინფიცირებულ თვალში (თვალებში) 4-ჯერ დღეში.

ხანდაზმულ პაციენტებში სტანდარტული დოზის ცვლილება არ არის საჭირო.

სტანდარტული მკურნალობის კურსი 5 დღიანია.

თუ გამოიყენეთ უნილევის ჭარბი  დოზა

უნილევის ჭარბი დოზით გამოყენების შემდეგ გამოირეცხეთ თვალი (თვალები) წყლით და მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზირება:

უკუჩვენებები:

არ გამოიყენოთ უნილევი

–    თუ ხართ ალერგიული ლევოფლოქსაცინის, სხვა ქინოლონის ან ამ პრეპარატის რომელიმე შემადგენელი ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილი ნაწილში 6)

თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ  ექიმს ან ფარმაცევტს.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები :

უნილევის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს

  • თუ ალერგიული რეაქცია გამოვლინდება პირველივე დოზირების შემდეგაც, შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება.
  • თუ მკურნალობის პერიოდში თვალზე არსებული სიმპტომების გაუარესებას შენიშნავთ, დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.
  • თუ ვერ ხედავთ გამოჯანმრთელების რაიმე ნიშანს თქვენს ექიმთან შეთანხმებულ მკურნალობის პერიოდში, გთხოვთ დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.
  • ზოგადად, თვალის ინფექციის დროს, აკრძალულია ყველა სახის კონტაქტური ლინზის გამოყენება.
  • უნილევი შეიცავს კონსერვანტს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რამაც შეიძლება თვალის გაღიზიანება გამოიწვიოს.
  • ფლუროქინოლონურის ორალური ან ინტრავენური მიღებისას პაციენტებში გამოვლინდა მყესების შეშუპეპა და გაწყვეტა, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებსა და მათში, ვინც პარალელურად კორტიკოსტეროიდებით მკურნალობდნენ. მყესების ტკივილის ან შეშუპების (ტენდინიტი) განვითარების შემთხვევაში, შეწყვიტეთ უნილევის მიღება.

გვერდითი მოვლენები:

  • საყლაპავის შეშუპება ან შევიწროვება
  • სუნთქვის გართულება
  • იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა გამოვლინდეს სხვა ალერგიული რეაქციები. გვერდითი რეაქციის სიმპტომებია:
  • სიწითლის გაუარესება და თვალის ქავილის შეგრძნება
  • გაუარესება ან ქუთუთოების უეცარი შეშუპება
  • სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ უნილევის გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
  • თვალის წვის შეგრძნება
  • მხედველობის გაუარესება ან თვალზე ლორწოს გაჩენა
  • ალერგიული რეაქციები, როგორიცაა კანის გამონაყარი
  • საყლაპავის შეშუპება ან შევიწროვება
  • სუნთქვის პრობლემები

გაფრთხილება:

უნილევის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს

  • თუ ალერგიული რეაქცია გამოვლინდება პირველივე დოზირების შემდეგაც, შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება.
  • თუ მკურნალობის პერიოდში თვალზე არსებული სიმპტომების გაუარესებას შენიშნავთ, დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.
  • თუ ვერ ხედავთ გამოჯანმრთელების რაიმე ნიშანს თქვენს ექიმთან შეთანხმებულ მკურნალობის პერიოდში, გთხოვთ დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.
  • ზოგადად, თვალის ინფექციის დროს, აკრძალულია ყველა სახის კონტაქტური ლინზის გამოყენება.
  • უნილევი შეიცავს კონსერვანტს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რამაც შეიძლება თვალის გაღიზიანება გამოიწვიოს.
  • ფლუროქინოლონურის ორალური ან ინტრავენური მიღებისას პაციენტებში გამოვლინდა მყესების შეშუპეპა და გაწყვეტა, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებსა და მათში, ვინც პარალელურად კორტიკოსტეროიდებით მკურნალობდნენ. მყესების ტკივილის ან შეშუპების (ტენდინიტი) განვითარების შემთხვევაში, შეწყვიტეთ უნილევის მიღება.

შენახვის წესი:

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ შეინახოთ მაცივარში ან საყინულეში. მზის სხივებისგან დასაცავად, შეინახეთ თავდაპირველი შეფუთვით.

არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის „EXP“ გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.

ბოთლი შეინახეთ მჭიდროდ დახურული.

არ გამოიყენოთ გახსნიდან არაუმეტეს 28 დღე ტემპერატურით 25°C.

შენახვის წესი:

გამოშვების ფორმა:

მოთავსებულია 5 მლ თეთრ, გაუმჭვირვალე LDPE ბოთლში, რომელიც აღჭურვილია გამჭვირვალე LDPE საწვეთურით, თეთრი პოლიპროპილენის ხრახნიანი თავსახურით, დაცული ლურჯი პოლიეთილენის უსაფრთხოების რგოლით.

პლასტმასის ბოთლი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

აქტიურ ნივთიერება ლევოფლოქსაცინი. 1მლ შეიცავს 5.12 მგ ლევოფლოქსაცინის ჰემიდრატს, რაც 5მგ ლევოფლოქსაცინის ექვივალენტურია.

შეფუთვის ზომა: 1 x 5 მლ

მწარმოებელი: UNIMED PHARMA spol. s.r.o. Orieskova 11, 821 05, Bratislava, სლოვაკეთის რესპუბლიკა