უროსეპტინი ნ

UROSEPTIN N #30

ანოტაცია

შემადგენლობა:

ერთი ტაბლეტი შეიცავს:

შტოში (სამკურნალო მცენარე ფხვნილის სახით) (Oxycoccus quadripetalus) …. 300 მგ.

ასისთავა (Centauri herba) …. 18 მგ.

ცისკარას ფესვი (Levistici radix) …. 18 მგ.

როზმარინის ფოთლები (Rosmarini folia) …. 18 მგ.

ასკილის ექსტრაქტი (Rosa canina) …. 30 მგ.

თირკმლის ჩაი (Orthosipon stamineus) …. 100 მგ.

დამატებითი ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიკონი, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კომბინირებული პრეპარატია მცენარეული წარმოშობის. აქვეითებს თირკმლის კაპილარების განვლადობას (მცირე კალიბრის სისხლძარღვების), აქვს დიურეზული (შარდმდენი) თვისება, აუმჯობესებს თირკმლების ფუნქციონირებას. გარდა ამისა, პრეპარატში შემავალ კომპონენტებს აქვთ ანტისეპტიური (დაინფიცირების საწინააღმდეგო), სპაზმოლიზური (სპაზმის მომხსნელი), ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება შარდსასქესო ტრაქტზე, პოტენცირებას უწევენ (აძლიერებენ) ანტიბიოტიკოთერაპიის ეფექტს.

ჩვენებები:

  • ქრონიკული ცისტიტი (შარდის ბუშტის ანთება);
  • ქრონიკული პიელონეფრიტი (თირკმლის ქსოვილის და თირკმლის მენჯის ანთება);
  • ქრონიკული გლომერულონეფრიტი (თირკმლის ქსოვილის ორმხრივი ანთება უპირატესად გორგლების დაზიანებით);
  • ინტერსტიციული ნეფრიტი (თირკმლების ანთება უპირატესად შემაერთებელი ქსოვილის დაზიანებით);
  • ნეფროლითიაზის პროფილაქტიკა (ქვების ჩამოყალიბება თირკმლებში), მათ შორის, კონკრემენტის მოცილების შემდგომ (ქვების).

დოზირება:

მოზრდილები: 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში.

ბავშვები: 5 წლის ზემოთ -1 კაფსულა 2-ჯერ დღეში.

ბავშვები: 3-დან 5 წლამდე – 1 კაფსულა 1-ჯერ დღეში.

საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება ჩატარდეს კურსობრივად. პრეპარატის მიღების ხანგრძლივობა განისაზღვრება კლინიკური სურათის მიხედვით.

ორსულობა და ლაქტაცია: უროსეპტინ ნ-ის მიღება შესაძლებელია ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები:

როგორც წესი, პრეპარატი კარგად გადაიტანება.

გაფრთხილება:

  1. შეინახეთ 3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
  2. რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადამეტება არ შეიძლება.
  3. საკვები დანამატების გამოყენება არ შეიძლება დიეტის დროს, მრავალფეროვანი კვების ჩასანაცვლებლად.
  4. სხვა მედიკამენტების მიღების შემთხვევაში უთხარით ექიმს.

შენახვის წესი:

მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილას.

გამოშვების ფორმა:

გამოშვების ფორმა:

უროსეპტინ ნ, ნაწლავში ხსნადი კაფსულა № 30

მწარმოებელი: შ.პ.ს. „ფორტექს ნუტრასიუტიქალს“-ის მიერ, ბულგარეთის რესპუბლიკა