ფერიფერი®

FeriFer®

ანოტაცია

შემადგენლობა:

რკინის III ჰიდროქსიდის პოლიმალტოზური კომპლექსი 100მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

რკინას შეიცავს ორგანიზმის ყველა უჯრედი, იგი აუცილებელია ფერმენტების ფუნქციონირებისთვის, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესებს აკონტროლებენ.
რკინის შემცველი პრეპარატების აუცილებელია დეფიციტით გამოწვეული ერითროპოეზის დარღვევების დროს.

ჩვენებები:

  • რკინადეფიციტური ანემია;
  • ორსულთა რკინადეფიციტური ანემია;
  • ლატენტური რკინის დეფიციტი.

დოზირება:

რკინადეფიციტური ანემია: 1-3 კოვზი დღეში 3თვე

რკინის ფარული დეფიციტი: 1-2კოვზი დღეში 1-2 თვე

ორსულები: 1-3 კოვზი, საჭიროების მიხედვით 9 თვე

უკუჩვენებები:

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ. ჰემოსიდეროზი. ჰემოქრომატოზი.

გვერდითი მოვლენები:

პროდუქტის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ არის დაფიქსირებული.

გაფრთხილება:

გამოიყენეთ ფერიფერი სიფრთხილით, თუ:

  • გაქვთ ალერგიული მდგომარეობა,

ფერიფერი საკვებთან და სასმელთან ერთად:

არ ურთიერთქმედებს საკვებთან და სასმელთან.

შენახვის წესი:

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე 25°C-ზე ქვემოთ.

გამოშვების ფორმა:

გამოშვების ფორმა :

100 მგ/5 მლ პერორალური ხსნარი კოვზში, N28

რეგისტრაციის მფლობელი: Berko İlaç ve Kimya Sanayi A.Ş. Yenişehir Mah. Özgür Sok. No: 16-18

ათაშეირი/სტამბოლი – თურქეთი

მწარმოებელი: Berko İlaç ve Kimya Sanayi A.Ş. Adil Mah. Yörükler Sok. No: 2, თურქეთი