აქტიური ნივთიერება:
თითოეული 3 მლ შეიცავს:
ნატრიუმის დიკლოფენაკი BP – 75.0 მგ
ბეტამეთაზონის ნატრიუმის ფოსფატი BP ექვივალენტურია ბეტამეთაზონის – 2.0 მგ
ჰიდროქსოკობალამინი USP – 10.0 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი.
ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო, ანტინევრიტური
– ძლიერი ანთებითი და მტკივნეული პროცესები
– ნევრიტები
– სახსრის და სახსარგარე რევმატული მდგომარეობა.
– პოლირადიკულოპათია
– მიალგია, ფიბრომიალგია
– მწვავე ლუმბაგო, იშიასი
– ტრავმები და დაჭიმულობა
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:
1-2 ამპულა დღეში, ინტრამუსკულურად
დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად პაციენტის კლინიკური პროფილის შესაბამისად.
ოპებლოკი არ უნდა იქნას გამოყენებული შემდეგ პირობებში:
ალერგიის ისტორია პროდუქტის რომელიმე კომპონენტთან დაკავშირებით. კუჭ-ნაწლავის აქტიური წყლული. ღვიძლის და/ან თირკმლის მძიმე უკმარისობა. დეკომპენსირებული გულის უკმარისობა. მძიმე ჰიპერტენზიის მქონე ასთმური პაციენტები ასთმის, რინიტის ან ჭინჭრის ციების მწვავე შეტევების პრეციპიტაციის ანამნეზით აცეტილსალიცილის მჟავას ან პროსტაგლანდინების სინთეზის სხვა ინჰიბიტორების მოქმედებით. აქტიური ტუბერკულოზი. სისტემური მიკოზები. ვირუსული დაავადებები. მწვავე გლომერულონეფრიტი. მწვავე ფსიქოზი. ოსტეოპოროზი. ღვიძლის პორფირია. ორსულობა. ლაქტაცია. 12 წლამდე ასაკის ბავშვები.
თერაპიული დოზებით პროდუქტი ზოგადად კარგად გადაიტანება. აღწერილია შემდეგი გვერდითი რეაქციები.
ზოგადი: მუცლის ტკივილი, თავის ტკივილი, მუცლის შებერილობა, დიარეა, დისპეფსია, გულისრევა, ყაბზობა, მეტეორიზმი,
ნერვული სისტემა: თავბრუსხვევა.
კანი: გამონაყარი, ქავილი.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. რეკომენდებული სადღღამისო დოზის გადაჭარბება არ შეიძლება.
ინახება ბნელ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
დაიცავით სინათლისა და ნესტისაგან.
3 მლ ამპულა №5, მუყაოს კოლოფში.
მწარმოებელი: OPES Healthcare
