[vc_row][vc_column][vc_text_separator title=”ანოტაცია”][/vc_column][/vc_row][vc_row][vc_column][vc_toggle title=”შემადგენლობა:”]ერთი კაფსულა შეიცავს:
ქოლინ ალფოსცერატი ………………….. 400 მგ.
პანტოტენის მჟავა ………………………….. 20 მგ.[/vc_toggle][vc_toggle title=”ფარმაკოლოგიური თვისებები:”]
წარმოადგენს ორიგინალურ ნაერთს, რომელიც მიეკუთვნება ცენტრალური ქოლინომიმეტურების ჯგუფს, რომლიც ახდენს ზემოქმედებას ცნს-ზე. პრეპარატის შემადგენლობაში შედის მეტაბოლურად დაცული ქოლინი. მეტაბოლური დაცვა უზრუნველყოფს თავის ტვინში ქოლინის გამონთავისუფლებას. დადგენილია, რომ გლიატონ ფორტე ახდენს მნიშვნელოვან დადებით მოქმედებას მეხსიერების ფუნქციებსა და შესაძლებლობებზე, ასევე ემოციური მდგომარეობის და მოქმედების მაჩვენებლებზე, რომლებიც გაუარესებული იყო თავის ტვინის ინვოლუციური პათოლოგიის განვითარებით.
მოქმედების მექანიზმი ეფუძვნება შემდეგს: ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ქოლინ ალფოსცერატი იშლება ფერმენტების ზემოქმედებით ქოლინად და გლიცეროფოსფატად: ქოლინი მონაწილეობს აცეტილქოლინის (AX) ბიოსინთეზში – ნერვული აგღზნების ერთ-ერთი ძირითადი მედიატორი;
გლიცეროფოსფატი წარმოადგენს ფოსფოლიპიდების (ფოსფატიდილქოლინი) ნეირონული მემბრანის წინამორბედს. ამგვარად, გლიატილინი აუმჯობესებს ქოლინერგულ ნეირონებში ნერვული იმპულსების გადაცემას, დადებითად მოქმედებს ნეირონული მემბრანების პლასტიკურობაზე და რეცეპტორების ფუნქციაზე. გლიატონ ფორტე აუმჯობესებს ცერებრულ სისხლმიმოქცევას, აძლიერებს თავის ტვინში მეტაბოლურ პროცესებს, ახდენს თავის ტვინის რეტიკულური ფორმაციის აქტივაციას და აღადგენს ცნობიერებას თავის ტვინის ტრავმატული დაზიანებისას.
ფარმაკოკინეტიკა: შიგნით მიღებისას საშუალოდ აბსორბირდება შეყვანილი დოზის 88%. მისი ელიმინაცია წარმოებს, ძირითადად, ფილტვებით – ნახშირბადის დიოქსიდის (CO2) სახით. პრეპარატის დაახლოებით 15% გამოიყოფა თირკმელებით და ნაწლავებით.
ფარმაკოდინამიკა:ექსპერიმენტულმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ გლიატონ ფორტე ახდენს დოზა დამოკიდებულ აცეტილქოლინის გამოყოფის სტიმულირებას ნეიროტრანსმისიის ფიზიოლოგიურ პირობებში.[/vc_toggle][vc_toggle title=”ჩვენებები:”]
- ქალა-ტვინის ტრავმა.
- დისცირკულატორული ენცეფალოპათია
- ფსიქო-მოტორული ჩამორჩენა ბავშვებში, მეტყველების დარღვევით
- დემენცია,ალცჰაიმერის დაავადება
- იშემიური ინსულტი,
- ჰანტინგტონის ქორეა
- ასაკობრივი ფსევდომელანხოლია
[/vc_toggle][vc_toggle title=”დოზირება:”]ქრონიკული ცერებროვასკულური უკმარისობისას და დემენციის სინდრომებისას გლიატონ ფორტე ინიშნება 2-3-ჯერ დღეში 400 მგ (1 აბი), სასურველია ჭამამდე. მკურნალობის ხანგრძლიობა შეადგენს 3-6 თვეს.
ბავშვებში 50-100 მგ/კგ/დღ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
არ არის გამოვლენილი[/vc_toggle][vc_toggle title=”უკუჩვენებები:”]დადგენილი ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.[/vc_toggle][vc_toggle title=”გვერდითი მოვლენები:”]
მოვლენები-როგორც წესი, პრეპარატი ხასიათდება კარგი ამტანობით ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაშიც კი. იშვიათად გულისრევა (დოფამინერგული რეცეპტორების სტიმულაციის შედეგი), ალერგიული რეაქციები.
[/vc_toggle][vc_toggle title=”გაფრთხილება – ორსულობა და ლაქტიცია:”]პრეპარატის გამოყენება ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში უკუნაჩვენებია.[/vc_toggle][vc_toggle title=”შენახვის წესი:”]შეინახეთ ტემპერატურაზე, რომელიც არ აღმატება 25° C
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე![/vc_toggle][vc_toggle title=”გამოშვების ფორმა:”]გამოშვების ფორმა: კაფსულა #20.
გაიცემა რეცეპტის გარეშე.[/vc_toggle][vc_column_text]მწარმოებელი: FORTEX ბულგარეთი[/vc_column_text][/vc_column][/vc_row]
