ბილირელი®
შემადგენლობა:
2 ტაბლეტი შეიცავს:
ბაყაყურას ნაყოფის ექტრაქტი (Silybum marianum) ……………….. 150 მგ.
არტიშოკის ფოთლების ექსტრაქტი (Cynara scolymus)…………… 150 მგ.
შავთარას კვირტების ექსტრაქტი (Fumaria officinalis)…………….… 100 მგ.
L-მეთიონინი…………………………………………………………………………………………………….. 150 მგ.
L-გლუტათიონი……………………………………………………………………………………………….. 10 მგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები: L-მეთიონინი და L-გლუტათიონი ძლიერი ანტიოქსიდანტები
და ჰეპატოპროტექტორებია, ავლენენ მთლიან ორგანიზმზე დეტოქსიკაციურ თვისებებს.
ბაყაყურას ნაყოფის ექსტრაქტი შეიცავს 80% სილიმარინს, რომელიც იცავს ჰეპატოციტებს,
აუმჯობესებს მათ ფუნქციას, ასტაბილიზებს ჰეპატოციტების მემბრანას, იცავს რადიკალების
დაზიანებისაგან, ასტიმულირებს მათ სწრაფ რეგენერაციას. არტიშოკის (ცინარას)
ფოთლების ექსტრაქტი შეიცავს 5% ქლოროგენის მჟავას, რომელიც ასტიმულირებს
ღვიძლში ნაღველის წარმოქმნას და ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. შავთარას
კვირტების ექსტრაქტი შეიცავს 0,04% პროტოპინს, რომელიც ხასიათდება შარდმდენი და
ჰეპატოპროტექტორული თვისებებით.
ჩვენებები: *სანაღვლე გზების დისკინეზია; *ღვიძლის ქრონიკული დაავადებები
(კომპლექსური თერაპია); *ნაღვლის ბუშტზე და სანაღვლე გზებზე ჩატარებული
ოპერაციების შემდგომი პერიოდი; *გაურთულებელი ქოლელითიაზი; *ნაღვლის ბუშტის და
სანაღვლე სადინრების პათოლოგიები; *დისპეფსიური მოვლენები; *ნაღვლის წარმოქმნის, ან
გამოყოფის შეფერხება; *გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი; *ღვიძლის ინტოქსიკაციების
(ალკოჰოლური, მედიკამენტოზური) დროს (საპროფილაქტიკოდ).
დოზირება: მიიღება თითო ტაბლეტი 2-ჯერ დღეში, ჭამიდან 40 წუთის შემდეგ. ინიშნება 8
წლის ასაკიდან.
უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები: პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ
მომატებული მგრძნობელობა.
პროდუქტის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ არის დაფიქსირებული.
გაფრთხილება: შეინახეთ 3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადამეტება არ შეიძლება. საკვები დანამატების
გამოყენება არ შეიძლება დიეტის დროს, მრავალფეროვანი კვების ჩასანაცვლებლად.
შენახვის წესი: ინახება მშრალ, გრილ ადგილას, სითბოს წყაროსგან მოშორებით. შენახვის
ვადა მითითებულია კოლოფზე.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30
ბილირელი® არ შეიცავს წებოვანას, ლაქტოზას და გლუკოზას.
საკვები დანამატი.
გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: PHARMALUCE S.r.l.
Strada delle Seriole, 45
Loc. Galavotto (z. i. Gualdicciolo)
47894 Chiesanuova (RSM)
სან-მარინოს რესპუბლიკა