ვენერინი 100 მგ კაფსულები დოქსიციკლინის ჰიკლატიპრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ დანართი ფურცელი.
-შეინახეთ ეს დანართი ფურცელი, შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელმეორედ წაკითხვა. -დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
-ეს პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ამან შესაძლოა ზიანი მოუტანოს მათ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი სიმპტომები ჰგავს თქვენსას.
-თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გახდება სერიოზული ან შეამჩნევთ ისეთ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.1. რას წარმოადგენს ვენერინის კაფსულები და რისთვის გამოიყენება
დოქსიციკლინი მიეკუთვნება ტეტრაციკლინის ანტიბიოტიკების ჯგუფს. გამოიყენება სხვადასხვა სახის ინფექციის სამკურნალოდ.
ექიმი ვენერინის კაფსულებს დაგინიშნავთ ისეთი ინფექციის სამკურნალოდ, როგორიცაა:
-გულმკერდის, ფილტვის ან ნაზალური ინფექციები, მაგ: ბრონქიტი, პნევმონია, სინუსიტი
-საშარდე ტრაქტის ინფექციები, მაგ: ცისტიტი, ურეთრიტი
-აკნე, რომელიც წარმოადგენს კანის ინფექციას
-თვალის ინფექციები
-სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, მაგ: გონორეა, სიფილისი, ქლამიდია
-ტილების ან ტკიპების ნაკბენებთან ასოცირებული ცხელება
დოქსიციკლინი ასევე გამოიყენება გარკვეული ინფექციების განვითარების პრევენციისათვის, როგორიცაა: იაპონური მინდვრის ციება, მოგზაურთა დიარეა, მალარია და ლეპტოსპიროზი. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ დოქსიციკლინი სხვა ისეთი ინფექციის სამკურნალოდ, რომელიც ზემოთ ჩამონათვალში მითითებული არ არის. ინფექციის სამკურნალოდ დოქსიციკლინთან ერთად შეიძლება დაგენიშნოთ დამატებით სხვა პრეპარატიც. პრეპარატთან დაკავშირებით კითხვებზე მიმართეთ ექიმს.
2. ვენერინის კაფსულების მიღებამდე
არ მიიღოთ ვენერინის კაფსულები, თუ:
-გითხრეს, რომ ხართ ალერგიული ვენერინის ან ნებისმიერი სხვა ტეტრაციკლინური ანტიბიოტიკის მიმართ
-ხართ ალერგიული ვენერინის კაფსულების ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ
-ხართ ორსულად ან ცდილობთ დაორსულებას
-ძუძუთი კვებავთ ბავშვს
-ხართ 12 წლამდე ასაკის.
ტეტრაციკლინები არ გამოიყენება:
კბილების განვითარებისას, (ორსულობის დროს, ჩვილობისას და 12 წლამდე), ვინაიდან შეიძლება აღინიშნოს კბილების მუდმივი გაუფერულება ან განუვითარებლობა (ყვითელი-ნაცრისფერი- ყავისფერი შეფერილობის).
გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე ვენერინის კაფსულების მიღებისას, თუ:
-სავარაუდოდ მოხვდებით ძლიერი მზის სხივების ან ულტრაიისფერი სინათლის ზემოქმედების ქვეშ (მაგ. მზით გარუჯვისას)
-გაქვთ ღვიძლის პრობლემები
-გაქვთ მყასტჰენია გრავის (დაავადება, რომელიც იწვევს უჩვეულო დაღლილობას და ზოგიერთი კუნთის სისუსტეს, განსაკუთრებით ქუთუთოების)
-გაქვთ დიარეა
თუ ვენერინის მიღებისას აღინიშნა საყლაპავის ანთება, პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ წყლის დიდი რაოდენობის მიყოლებით, მჯდომარე ან მდგომარე პოზიციაში და სასურველია ძილის წინ. თუ არსებობს ეჭვი სიფილისზე, ექიმი გააგრძელებს თქვენზე კონტროლს მკურნალობის შეწყვეტის შემდეგაც.თუ ვენერინის მიღებისას განვითარდა რეზისტენტული მიკრობული ინფექცია, ექიმმა შეიძლება გადაწყვიტოს მკურნალობის შეწყვეტა და სხვა პრეპარატის დანიშვნა.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება ხელი შეუშალოს ვენერინის მოქმედებას. უთხარით ექიმს, თუ იღებთ რომელიმე ქვემოთ მითითებულ პრეპარატს:
-ანტაციდები (მჟავამანეიტრალებელი საშუალებები), რკინის პრეპარატები, თუთიის ან ბისმუტის პერორალური პრეპარატები. თუ ამ საშუალებებს მიიღებთ ვენერინის მიღების დღეს, შეიძლება გამოიწვიოს პრეპარატის არასათანადო მოქმედება.
-ვარფარინი ან კუმარინები (სისხლის შედედების პრევენციისათვის გამოსაყენებელი საშუალებები). ტეტრაციკლინებმა შეიძლება გაზარდონ ამ პრეპარატების მოქმედება.
-პერორალური კონტრაცეპტივები (ჩასახვის საწინააღმდეგო აბები). ტეტრაციკლინებთან ერთად ჩასახვის საწინააღმდეგო აბების გამოყენებამ შეიძლება შეაფერხოს ამ უკნასკნელის ეფექტი და გაზარდოს არასასურველი ორსულობის შესაძლებლობა.
-პენიცილინური ანტიბიოტიკები (ინფექციების სამკურნალო საშუალებები). ვენერინმა შეიძლება შეამციროს ამ ანტიბიოტიკების ეფექტი.
-ალკოჰოლი. შეიძლება შეამციროს ვენერინის ეფექტი.
-კარბამაზეპინი, ფენიტოინი (ეპილეფსიის საკონტროლო პრეპარატები) ან ბარბიტურატები (ეპილეფსიის საკონტროლო ან სედაციური საშუალებები)
-ციკლოსპორინი (გამოიყენება ორგანიზმის იმუნურ სისტემაზე ზემოქმედებისათვის).
-მეთოქსიფლურანი (ანესთეტიკი).
უთხარით ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ნებისმიერ სხვა, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატს.
ვენერინის კაფსულების მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად:
ვენერინის კაფსულების მიიღება უმჯობესია საკვებთან ერთად. ვენერინის კაფსულები მიიღება ჭიქა წყლის მიყოლებით.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
ავტომობილებისა და მექანიზმების მართვა:
ვენერინის მოქმედება ავტომობილებისა და მექანიზმების მართვის უნარზე შესწავლილი არ არის.
3. როგორ მიიღება დოქსიციკლინის კაფსულა
ვენერინის კაფსულები უნდა მიიღოთ ზუსტად ექიმის მითითებების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზირება:
-ჩვეულებრივი დოზა (რესპირატორული, საშარდე ტრაქტის, ოფთალმოლოგიური და სხვა ინფექციები): 200 მგ პირველ დღეს, შემდეგ 100 მგ ყოველდღიურად. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კონკრეტულ ინფექციაზე.
-აკნე: 50 მგ ყოველდღიურად.
6-12 კვირის განმავლობაში, საკვებთან ან სითხესთან ერთად.
-სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები: 100 მგ ორჯერ დღეში 7-10 დღის განმავლობაში.
-ჩჰლამყდია თრაცჰომატუს -ით გამოწვეული გაურთულებელი ინფექციები:100 მგ ორჯერ დღეში, 10 დღის განმავლობაში.
-გონორეა:100 მგ ორჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში (ი.მ. ცეფტრიაქსონთან ერთად.)
-სათესლე ჯირკვლების მწვავე შეშუპება: 100 მგ ორჯერ დღეში 10 დღის განმავლობაში (ი.მ. ცეფტრიაქსონთან ერთად).
-პირველადი და მეორადი სიფილისი:100 მგ ორჯერ დღეში, 2 კვირის განმავლობაში
-ტილების ან ტკიპების ნაკბენებთან ასოცირებული ცხელება: 100 მგ ან 200 მგ ერთჯერადი დოზა, სიმძიმის მიხედვით.
-მალარიის მკურნალობა, როდესაც ქლოროქინი ეფექტური არ არის:200 მგ დღეში მინიმუმ 7 დღის განმავლობაში.
-მალარიის პრევენცია:100 მგ დღეში, გამგზავრებამდე 1-2 დღით ადრე და დაბრუნების შემდეგ -4 კვირა
-იაპონური მინდვრის ციების პრევენცია: 200 მგ ერთჯერადი დოზა, კვირაში ერთხელ.
-მოგზაურთა დიარეის პრევენცია: 100 მგ დღეში ორჯერ მოგზაურობის პირველ დღეს, შემდეგ 100 მგ დღეში კონკრეტულ ტერიტორიაზე ყოფნის მთელ პერიოდში. თუ გეგმავთ კაფსულების 21-ზე მეტი დღის განმავლობაში მიღებას, კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.
-ლეპტოსპიროზის პრევენცია:200 მგ კვირაში კონკრეტულ ტერიტორიაზე ყოფნის მთელ პერიოდში; 200 მგ მოგზაურობის დასრულებისას. თუ გეგმავთ კაფსულების 21-ზე მეტი დღის განმავლობაში მიღებას, კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.
ექიმმა შეიძლება დანიშნოს სხვადასხვა დოზები კონკრეტული ინფექციების გათვალისწინებით. გადაამოწმეთ ექიმთან, თუ ზუსტად არ იცით, თუ რატომ დაგინიშნათ ექიმმა ეს პრეპარატი.
მიღების წესი:
-ვენერინის კაფსულები მიიღება პერორალურად ჭიქა წყლის მიყოლებით
-უმჯობესია კაფსულების მიღება ყოველ დღე ერთსადაიმავე დროს
-უმჯობესია ვენერინის კაფსულების ძილის წინ მიღება, რათა შემცირდეს ყელის ან საყლაპავის გაღიზიანება და დაწყლულება
-კუჭის გაღიზიანებისას, ვენერინის მიღება შეიძლება რძესთან ან საკვებთან ერთად.
თუ მიიღეთ იმაზე მეტი ვენერინის კაფსულა, ვიდრე უნდა მიგეღოთ:
შემთხვევით ზედმეტი დოზის მიღებამ სავარაუდოდ არ უნდა გამოიწვიოს პრობლემა, თუმცა ძალიან დიდი დოზის მიღებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებას.
თუ დაგავიწყდათ ვენერინის კაფსულების მიღება:
თუ დაგავიწყდათ კაფსულის მიღება, არ ინერვიულოთ, მიიღეთ, როგორც კი გაგახსენდებათ. შემდეგი კაფსულა კი მიიღეთ დანიშნულ დროს. გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
თუ შეწყვიტეთ ვენერინის კაფსულების მიღება:
თუ შეწყვეტთ პრეპარატის მიღებას მკურნალობის დასრულებამდე, შეიძლება ინფექცია კვლავ დაბრუნდეს. მნიშვნელოვანია, რომ პრეპარატის მიღება არ შეწყვიტოთ ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვებისას, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები:
ყველა პრეპარატის მსგავსად, ვენერინის კაფსულებმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში. ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტებია:
-დისკომფორტი კუჭისა და ყელის არეში
-შეუძლოდ ყოფნა ან შეგრძნება
-დიარეა
-ყლაპვის გაძნელება
-ენის ან პირის ღრუს ტკივილი
-მადის დაკარგვა
-ქავილი და ტკივილი რექტალურ და/ან გენიტალურ უბნებში
-ხმაური ყურებში
-სისხლის მოწოლა სახეზე
ეს გვერდითი ეფექტები ჩვეულებრივ ზომიერი ხასიათისაა. თუ ამგვარი სიმპტომები თქვენთვის შემაწუხებელია, მძიმე ან არ გადის მკურნალობასთან ერთად, მიმართეთ ექიმს. სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები:
-კანზე გამონაყარი
-კანის აქერცვლა

-ტეტრაციკლინების მიღებისას კანი შეიძლება უფრო მგრძნობიარე გახდეს მზის სინათლისადმი.
-ძალიან მძიმე თავის ტკივილი, რაც შეიძლება ასოცირებული იყოს მხედველობის დარღვევასთან, როგორიცაა: ბუნდოვანი მხედველობა
-სახსრებისა და კუნთების ტკივილი
-საყლაპავის ანთება და/ან წყლულები. ეს ნაკლებად მოსალოდნელია, თუ კაფსულებს იღებთ წყლის მიყოლებით ჯდომისას ან დგომისას
-დარღვევები სისხლის მხრივ და ბიოქომიურ ანალიზებში
-სისტემური წითელი მგლურას გამწვავება. ეს დაავადება მოქმედებს რამდენიმე ორგანოზე.
-თიროიდული ქსოვილის გაუფერულება პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას. თუმცა, პრეპარატი არ იწვევს თიროიდული ფუნქციის დარღვევას.
-ნაწლავების ანთება.
-ჩვილებში თავზე რბილი ლაქები
-დარღვევები ღვიძლის ფუნქციის ანალიზებში, ღვიძლის ანთება, სიყვითლე და პანკრეასის ანთება.
-გულის გარშემო არსებული ლორწოვანი გარსის ანთება
-დაბალი არტერიული წნევა
-გულისცემის გახშირება
-კბილების გაუფერულება ან განუვითარებლობა
ყველა პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. სერიოზული ალერგიული რეაქცია ძალიან იშვიათია. ქოშინის, სუნთქვის გაძნელების, გულ-მკერდის არეში ტკივილის, გამონაყარის ან ქავილის (განსაკუთრებით, მთელ სხეულზე) უეცარი განვითარებისას აუცილებლად დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, ან ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენისას, რომლებიც აღწერილი არ არის წინამდებარე დანართ ფურცელში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
5. როგორ ინახება დოქსიციკლინის კაფსულები:
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ ვენერინის კაფსულები ბლისტერსა და კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს. ეს სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის რაიმე განსაკუთრებულ პირობებს.
პრეპარატების გადაყრა საყოფაცხოვრებო ნაგავში ან კანალიზაციაში არ შეიძლება. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც პრეპარატები აღარ გესაჭიროებათ. ამგვარი ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
6. დამატებითი ინფორმაცია:
რას შეიცავს ვენერინის 100 მგ კაფსულები აქტიური სუბსტანცია არის დოქსიციკლინის ჰიკლატი.
ყოველი კაფსულა შეიცავს 100 მგ დოქსიციკლინს-დოქსიციკლინის ჰიკლატის სახით. სხვა ინგრედიენტებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური უწყლო კაჟბადი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ჟელატინი და საღებავებს ტიტანის დიოქსიდი (E171), ერითროზინი (E127) და ინდიგო კარმინი (E132).
ვენერინის 100 მგ კაფსულების აღწერა და შეფუთვის შემცველობა:
ვენერინის 100 მგ კაფსულები არის თეთრი/ლურჯი ფერის კაფსულები. წარმოდგენილია 8 კაფსულიან, ბლისტერულ ან კონტეინერულ შეფუთვებში.
ყველა შეფუთვის ზომა არ არის ხელმისაწვდომი ბაზარზე.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი

Welfar United LTD
“ველფარ იუნაიტედ ლტდ.”
ოთახი 2, 23-24 გრეიტ ჯეიმს სტრიტი
ლონდონი ჭჩ1N 3Eშ
გაერთიანებული სამეფო

მწარმოებელი

Chanelle Medical
შანელ მედიკალ
ლურეა
კო. Gალვეი
ირლანდია

ანოტაცია