ნაუსოლვიტი®
წვეთები 50 მლ.
შემადგენლობა:
75 წვეთი შეიცავს:
კოჭა (Zingiber officinalis Rosc.)………………………. 262,5 მგ.
კონცენტრირებული ვაშლის წვენი
აკაციის თაფლი
ვანილის ნატურალური არომატიზატორი
ფარმაკოლოგიური თვისებები: ფარმაკოლოგიაში გამოიყენება კოჭას ფესვი, რომელიც
მსხვილია და არომატული. კოჭას ეფექტურობა კნტ-ზე დადასტურებულია
მრავალრიცხოვანი კლინიკური გამოკვლევებით. კოჭას აქვს ღებინებისსაწინააღმდეგო
თვსებები -აბლოკირებს კუჭში სეროტონინულ რეცეპტორებს, რითაც ამცირებს ცნს-თვის
ღებინების სიგნალის გადაცემას; ასტიმულირებს სანერწყვე ჯირკვლების, კუჭისა და
ნაღვლის ბუშტის სეკრეციას, ააქტიურებს ლიპაზას, ნაწლავურ საქაროზებს და მალტაზასაუმჯობესებს
საჭმლის მონელების პროცესს; აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის პერისტალტიკასპროკინეტიკური
მოქმედება; კოჭას შემადგენლობაში შემავალი ეთერზეთები ათავისუფლებენ
ნაწლავებს მასში წარმოქმნილი აირებისაგან-აირების წარმოქმნის საწინააღმდეგო მოქმედება.
ჩვენებები: *ნებისმიერი გენეზის გულისრევა და ღებინება; *ორსულთა გულისრევა და
ღებინება პირველ ტრიმესტრში, რომელიც გამოწვეულია როგორც გასტრიტით, ასევე
ტოქსიკოზით; * ქიმიოთერაპიის შემდგომი გულისრევა და ღებინება; *პოსტოპერაციული
გულისრევა და ღებინება; *ზღვის დაავადება (სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო
სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრობის აუტანლობა); *კნტ-ის ინფექციების დროს,
როგორც ღებინების, ანთებისსაწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული საშუალება;
დოზირება: 25 წვეთი, სუფთა სახით, ან ცოტა რაოდენობის სუფთა წყალში გახსნილი, 2-3-
ჯერ დღეში. მიღების წინ ბოთლი შეანჯღრიეთ.
უკუჩვენებები: პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
გვერდითი მოვლენები: პროდუქტის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ არის
დაფიქსირებული.
გაფრთხილება: შეინახეთ 3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადამეტება არ შეიძლება. საკვები დანამატების
გამოყენება არ შეიძლება დიეტის დროს, მრავალფეროვანი კვების ჩასანაცვლებლად.
შენახვის წესი: ინახება მშრალ, გრილ ადგილას, სითბოს წყაროსგან მოშორებით. შენახვის
ვადა მითითებულია კოლოფზე.
გამოშვების ფორმა: პიპეტის თავსახურიანი ბოთლი, 50 მლ.
ნაუსოლვიტი® არ შეიცავს წებოვანას და ლაქტოზას.
საკვები დანამატი.
გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი:Erbozeta S.p.A.
Strada delle Seriole 41/43
Loc. Galavotto (z.ind. Gualdicciolo)
47894 Chiesanuova (RSM)
სან-მარინოს რესპუბლიკა