ერთი ტაბლეტი შეიცავს:
მაგნიუმი ………………………………………………….100 მგ.
L-ფენილალანინი ……………………………………..120 მგ.
კრაზანა (Hypericum Perforatum) ………………..100 მგ.
პასიფლორა (Passiflora Incarnata) ………………100 მგ
კუნელი (Crataegus Oxyacantha) ………………….. 100 მგ.
ვალერიანა (Valeriana Officinalis) ……………….. 70 მგ.
L-ტრიფტოფანი …………………………………………..60 მგ.
ზაფრანა (Crocus Sativus) ……………………………. 30 მგ.
ვიტამინი В6 …………………………………………………. 2 მგ.
მაგნიუმი ხელს უწყობს ნერვული სისტემის ფუნქციის ბალანსირებას, დადებით ზეგავლენას ახდენს დეპრესიების და შფოთვების დროს.
L-ფენილალანინი: ეს ამინომჟავა მონაწილეობს გუნება-განწყობილების რეგულაციაში და ორგანიზმის რეაქციაზე სტრესის დროს.
კრაზანა: შეიცავს ჰიპერიცინს, რომელიც აინჰიბირებს მონოამინოოქსიდაზას, რაც იწვევს თავის ტვინში ნეიროტრანსმიტერების დონის მომატებას, რომლებიც არეგულირებენ ხასიათს და ემოციურ სტაბილურობას. კრაზანა ერთადერთი ბუნებრივი ანტიდეპრესანტია.
პასიფლორა და კუნელი: აქვთ სპაზმოლიზური და ანქსიოლიზური მოქმედება. ისინი ნაჩვენებია მომატებული ემოციური, შფოთვითი, გაღიზიანებული მდგომარეობებისა და სტრესის დროს, ვალერიანა: აქვს მიორელაქსაციური, სედაციური მოქმედება. მისი დამამშვიდებელი მოქმედება სასარგებლოა მოუსვენრობისა და ხასიათის შეცვლის დროს.
L-ტრიფტოფანი: აუცილებელი ამინომჟავაა, რომელიც სეროტონინის წინამორბედია. სეროტონინი ნეირომედიატორია, რომელიც მონაწილეობს ემოციური განწყობის რეგულაციაში.
ზაფრანა: ამცირებს ნეირომედიატორების უკუმიტაცებას, ზრდის მათ დონეს, რითაც აბალანსებს განწყობას. აქვს მატონიზირებელი მოქმედებაც.
ვიტამინი В6: მონაწილეობს ნეიროტრანსმიტერებისა და ცილების სინთეზში, რითაც აუმჯობესებს თავის ტვინში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებს.
- დეპრესია;
- ენდოგენური დეპრესიებიისას, როგორც დამხმარე საშუალება (განსაკუთრებით კლიმაქტერულ პერიოდში);
- კუჭ-ნაწლავისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს, კომპლექსურ თერაპიაში (მაგ.: გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი);
- შიში თანმხლები დაძაბულობით, ტაქიკარდიით, ქოშინით;
- მოუსვენრობა, შფოთვა;
- ძილის დარღვევა.
მიიღება ერთი ტაბლეტი 1-ჯერ დღეში, ჭამიდან 40 წუთის შემდეგ.
ინიშნება 18 წლის ასაკიდან.
პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. კრაზანას ექსტრაქტი წინააღმდეგნაჩვენებია ბავშვთა და მოზარდთა ასაკში. მან შეიძლება დააქვეითოს ბავშვის ყურადღება და აქტიურობა.
პროდუქტის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ არის დაფიქსირებული.
- შეინახეთ 3 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
- რეკომენდებული სადღეღამისო დოზის გადამეტება არ შეიძლება.
- საკვები დანამატების გამოყენება არ შეიძლება დიეტის დროს, მრავალფეროვანი კვების ჩასანაცვლებლად.
- სხვა მედიკამენტების მიღების შემთხვევაში უთხარით ექიმს.
ინახება მშრალ, გრილ ადგილას, სითბოს წყაროსგან მოშორებით.
შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30.
ლოუდეპი® არ შეიცავს წებოვანას.
გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: Erbozeta S.p.A. სან-მარინოს რესპუბლიკა
