ანოტაცია
შემადგენლობა:
ერთი ფლაკონი შეიცავს:
- დიკლოფენაკ ნატრიუმი 1 მგ 1 მლ ხსნარში (0,1%).
- 1 მლ ხსნარი შეიცავს 30 წვეთს.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
უნიკლოფენი ხსნის ტკივილს და საგრძნობლად ამცირებს თვალის მექანიკური დაზიანებით და ალერგიით გამოწვეულ ანთებით რეაქციებს.
რას შეიცავს უნიკლოფენი:
• აქტიური სუბსტანცია არის დიკლოფენაკ ნატრიუმი 1მგ 1მლ ხსნარში. სხვა ინგრედიენტებია:
• ბორის მჟავა, ბორაქსი, პროპილენ გლიკოლი, დინატრიუმ ედეტატ დიჰიდრატი, ბენზალკონიუმის ქლორიდი – როგორც კონსერვანტი, საინექციო წყალი.
ჩვენებები:
- უნიკლოფენი არის ხსნარი, რომელიც გამოიყენება თვალისათვის. ის აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს დიკლოფენაკ ნატრიუმს.
უნიკლოფენი ხსნის ტკივილს და საგრძნობლად ამცირებს თვალის მექანიკური დაზიანებით და ალერგიით გამოწვეულ ანთებით რეაქციებს. - უნიკლოფენი გამოიყენება თვალის არა-ინფექციური ანთებითი პროცესის სამკურნალოდ, განსაკუთრებით კი კონიუქტივის და რქოვანას ალერგიული წარმოშობის ქრონიკული ანთების სამკურნალოდ.
- ის ასევე გამოიყენება წამწამების არაბაქტერიული ანთების სამკურნალოდ, თვალში უცხო სხეულების მოხვედრითა და დამწვრობით გამოწვეულ უმნიშვნელო ტრამვების სამკურნალოდ.
- ფოტოფობიისა და UV რადიაციით დასხივების შედეგად (მზის სხივები, შედუღება) რქოვანაზე გაჩენილი წყლულების სამკურნალოდ.
- უნიკლოფენი ასევე გამოიყენება წანა საოპერაციო მოსამზადებელ ეტაპზე, ოპერაციის დროს თვალის გუგის შევიწროვების შესამცირებლად, კისტოზური მასკულარული ედემა (ბადურის ცენტრის ჩამოშლა) და თვალის სხვადასხვა ოპერაციების დროს მომატებული საპასუხო რეაქციების შესასუსტებლად.
უნიკლოფენი გამოიყენება მოზრდილებში, მოზარდებში და 2 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში.
დოზირება:
უფროსები:
თვალის არა ინფიცირებული ანთების დროს ჩვეულებრივ 1-2 წვეთი თვალის ქუთუთოში – 3-5-ჯერ დღეში.
თვალის ოპრეციების დროს გუგის შევიწროების თავიდან ასაცილებლად, ქირურგიულ ჩარევამდე 3 საათით ადრე 1 წვეთი 6-ჯერ თვალის ქუთუთოში (30 წუთიანი ინტერვალებით).
2წლის ასაკის ზემოთ ბავშვები:
დანიშნულება და დოზირება უნდა შეირჩეს ოფთალმოლოგ-პედიატრის მიერ. მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს ამბულატორიულ პირობებში ექიმის ზედამხედველობის ქვეშ.
არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას.
კონტაქტური ლინზების მომხმარებელთათვის:
თუ თქვენ ატარებთ კონტაქტურ ლინზებს, უნიკლოფენი-ის მიღებამდე უნდა ამოიღოთ ისინი. პრეპარატის მიღებიდან 20 წუთის გასვლის შემდეგ შეიძლება ლინზების თვალში მოთავსება.
უკუჩვენებები:
- არ მიიღება თუ ხართ ალერგიული (გაქვთ მომატებული მგრძნობელობა) დიკლოფენაკ ნატრიუმის ან უნიკლოფენი -ის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ;
- თუ აცეტილსალიცის მჟავა თქვენში იწვევს ასთმას, ჭინჭრის ციებას (ურტიკარია) ან ცხვირის სისველეს (მწვავე რინიტი).
- ორსულობის ბოლო სამი თვე.
- პრეპარატის დანიშვნა არ შეიძლება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
უნიკლოფენი სიფრთხილით ინიშნება თუ:
- თუ თქვენ იმყოფებით ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში ან ლაქტაციის პერიოდში (პრეპარატი შეიძლება დაინიშნოს, მაგრამ მხოლოდ განსაკუთრებულად სერიოზული მიზეზების გამო).
- პაციენტებში კუჭისა და წვრილი ნაწლავის წყლულოვანი დაავადებებით.
- პაციენტებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან სისხლდენებისკენ (სისხლდენის რისკი იზრდება ოპერაციის დროს).
- პაციენტებში, რომლებიც იღებენ სისხლის შედედების საწინააღმდეგო საშუალებებს (სისხლდენის რისკი იზრდება ოპერაციის დროს)
სხვა პრეპარატების მიღება:
უნიკლოფენი-ს შეიძლება ურთიერთქმედება ჰქონდეს სხვა პრეპარატებთან.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ამჟამად იღებთ ან ახლო წარსულში იღებდით რაიმე სხვა პრეპარატს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებს.
ზოგიერთმა სხვა პრეპარატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს უნიკლოფენი-ის მიღებაზე ან პირიქით.
გვერდითი მოვლენები:
ყველა პრეპარატის მსგავსად, უნიკლოფენი-ს მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
რომელიმე გვერდითი ეფექტის გაურესებისას ან ისეთი გვერდითი ეფექტების განვითარებისას, რომელიც აღწერილი არ არის წინამდებარე ფურცელში, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გაფრთხილება:
უნიკლოფენი-ის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ვინაიდან პრეპარატი ოფთალმოლოგიური დანიშნულების ხსნარია, მას არ აქვს კავშირი საკვებისა და სასმელის მიღებასთან.
ავტომობილებისა და მანქანა-დანადგარების მართვა
პრეპარატის მიღებიდან მოკლე დროში შეიძლება განვითარდეს დაბინდული მხედველობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ავტომობილებისა და მანქანა-დანადგარების მართვის გართულება, რაც საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას. აქედან გამომდინარე რეკომენდირებულია მითითებული აქტივობების გამოვლენამდე გავიდეს 15 წუთი პრეპარატის მიღებიდან.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია უნიკოლოფენი-ის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ:
დოგლიქსი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს. პრეპარატის გამოყენების დროს არ უნდა იქნას გამოყენებული მსუბუქი საკონტაქტო ლინზები. მყარი საკონტაქტო ლინზები უნდა იქნას ამოღებული პრეპარატის მიღების წინ და უკან უნდა დაბრუნდეს პრეპარატის მიღებიდან 20 წუთის შემდეგ.
შენახვის წესი:
ვარგისიანობის ვადა 2 წელი. პირველი გახსნის შემდეგ შეინახეთ არა უმეტეს 28 დღისა.
პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურისა.
გამოშვების ფორმა:
გამოშვების ფორმა:
0.1% თვალის წვეთები 5მლ ფლაკონი #1
მწარმოებელი: UNIMED PHARMA spol. s.r.o. Orieskova 11, 821 05, Bratislava, სლოვაკეთის რესპუბლიკა