მელაკრონი ჯუნიორი

MELACRON® JUNIOR DROPS

ანოტაცია

შემადგენლობა:

მელატონინი, L-ტრიპტოფანი, L-გლიცინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ელატონინი

მელატონინი არის ჰორმონი, რომელიც არეგულირებს ძილ-ღვიძილის რიტმს და ფუნდამენტურია ძილის სხვადასხვა ფაზაში, განსაკუთრებით REM (თვალების სწრაფი მოძრაობა) ფაზების დროს. მზარდი სამეცნიერო მტკიცებულება აჩვენებს, რომ მელატონინს აქვს ნეიროპროტექტორული მოქმედება ცერებროვასკულარულ, ნეიროენდოკრინულ და ნეიროიმუნურ სისტემებზე.

ტრიპტოფანი

ეს არის შეუცვლელი ამინომჟავა , პრეკურსორი მელატონინის . ის ხელს უწყობს ჩაძინებას, ზრდის ღრმა NREM ძილს და ეფექტურია pavor nocturnus , ანუ ღამის შიშების დროს, რომელიც გავრცელებულია ბავშვებში. ტრიპტოფანი ამცირებს ამ ეპიზოდების სიხშირეს 80%-ზე მეტით   30 დღის განმავლობაში.

გლიცინი

ეს არის ამინომჟავა, რომელიც მონაწილეობს ნერვული იმპულსების გადაცემაში, გლიცინი აუმჯობესებს ძილის ხარისხს და ამცირებს გეღვიზების შემდგომ დაღლილობის შეგრძნება .

ჩვენებები:

მელაკრონი ეს  არის საკვები დანამატი

შემადგენლობით : მელატონინი, L-ტრიპტოფანი და L-გლიცინი .

1 მგ მელატონინის მიღება, ძილის წინ ,  ხელს უწყობს ჩაძინებისთვის საჭირო დროის შემცირებას.

ტრიპტოფანი არის აუცილებელი ამინომჟავა – მელატონინის წინამორბედი.

.

დოზირება:

  • ბავშვები: 1 მლ. დღეში (2 საწვეთური ) , ძილის წინ 30 წუთით ადრე, პირდაპირ ენაზე დაწვეთებით ან სასმელში/საკვებში განზავებული. 1 საწვეთური = 0,5 მლ. გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.

უკუჩვენებები:

პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებული  გვერდითი მოვლენები არ არის ცნობილი , არ გამოიყენოთ პრეპარატი თუ აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობა მასში შემავალი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები:

პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებული  გვერდითი მოვლენები არ არის ცნობილი , არ გამოიყენოთ პრეპარატი თუ აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობა მასში შემავალი კომპონენტების მიმართ.

გაფრთხილება:

  • შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას,
  •  არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
  • საკვები დანამატები არ არის განკუთვნილი, როგორც მრავალფეროვანი, დაბალანსებული დიეტის შემცვლელი პროდუქტი და ჯანსაღი ცხოვრების წესი.

შენახვის წესი:

შეინახეთ გრილ, მშრალ ადგილას.

გამოშვების ფორმა:

გამოშვების ფორმა:

ფლაკონი | 30 მლ

არ შეიცავს ალერგენებს , საღებავებს და დამატკბობელს. გლუტეინის გარეშე.

 ნატურალური ლაქტოზის გარეშე.

მწარმოებელი: “Erbozeta S. p. A.” – სან-მარინოს რესპუბლიკა.